წყალქვეშა ნავი, რომელსაც ტურისტები "ტიტანიკის" ნამსხვრევების სანახავად, ოკეანის სიღღმეში ჩაჰყავდა, 19 ივნისს დაიკარგა.
განცხადება ამის შესახებ კერძო კომპანიამ OceanGate Expeditions გაავრცელა. კომპანიის თქმით, ის ძალისხმევას არ იშურებს ეკიპაჟის წევრების და ტურისტების უსაფრთხოდ დაბრუნებისთვის. კომპანიის თქმით, ამ პროცესში ის დახმარებას იღებს რამდენიმე სამთავრობო უწყებისგან. OceanGate Expeditions ამ ტიპის ტურების ტრადიციულად ახორციელებს.
ჯერჯერობით უცნობია, თუ რამდენი ადამიანი იმყოფებოდა წყალქვეშა ხომალდზე. კომპანიის ვებგვერდის მიხედვით, მის ნავებს ტურზე 5 ადამიანის ჩაყვანა შეუძლია.
"ნიუ-იორკ თაიმსი" წერს, რომ OceanGate Expeditions ტურისტებს 250,000 დოლარს ახდევინებდა. "ტიტანიკის" ნარჩენები ოკეანის ფსკერზე, დაახლოებით 3.2 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობს.
იმ დროისთვის მსოფლიოს უდიდესი სამგზავრო ხომალდი სახელად „ტიტანიკი“, 1912 წლის 15 აპრილს, აისბერგთან შეჯახების შედეგად ჩაიძირა. ხომალდმა კატასტროფა პირველივე ტრანსატლანტიკურ კრუისზე განიცადა, როცა ის დიდი ბრიტანეთიდან აშშ-ში მოემგზავრებოდა.