ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„ტიტანიკის“ 100 წლისთავი


დღეს „ბალმორალის“ ბორტზე მყოფმა მგზავრებმა და ეკიპაჟმა „ტიტანიკის“ ჩაძირვის ადგილზე დაღუპულთა ხსოვნას მიაგეს პატივი.

დღეს ლეგენდარული საზღვაო ლაინერის ტიტანიკის ჩაძირვიდან 100 წელი შესრულდა. 100 წლის წინ მსოფლიოში უდიდესი და ყველაზე ფეშენებულური საკრუიზო ლაინერი ბრიტანეთის საპორტო ქალაქ საუთჰემპტონიდან გავიდა და ნიუ-იორკისკენ მიემართებოდა. გემს ატლანტის ოკეანეში აისბერგი დაეჯახა.

„ტიტანიკი“ ავარიიდან სამ საათში ჩაიძირა, რის შედეგადაც 1500-ზე მეტი მგზავრი დაიღუპა. ერთი კვირის წინ, ასევე საუთმჰემტონიდან „ტიტანიკის“ ხსოვნის მისაგებად, ასევე საკრუიზო ლაინერი „ბალმორალი“ გავიდა. ხომალდმა „ტიტანიკის“ მარშრუტი გაიმეორა. დღეს „ბალმორალის“ ბორტზე მყოფმა მგზავრებმა და ეკიპაჟმა „ტიტანიკის“ ჩაძირვის ადგილზე დაღუპულთა ხსოვნას მიაგეს პატივი.

XS
SM
MD
LG