ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერდოღანი ამბობს, რომ შვედეთს ივლისში ნატოში გაწევრიანების მოლოდინი არ უნდა ჰქონდეს


თურქეთის პრეზიდენტი რეჯებ ტაიპ ერდოღანი
თურქეთის პრეზიდენტი რეჯებ ტაიპ ერდოღანი

შვედეთს არ უნდა ჰქონდეს მოელოდინი, რომ ნატოში მის გაწევრიანებასთან დაკავშირებით, ანკარა დამოკიდებულებას შეცვლის ალიანსის სამიტამდე, თუ ის არ შეუშლის ხელს სტოკჰოლმში ანტითურქულ საპროტესტო გამოსვლებს. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯებ ტაიპ ერდოღანმა ოთხშაბათს განაცხადა.

თურქეთს არ შეუძლია პოზიტიურად მიუდგეს შვედეთის ნატო-ში გაწევრიანებას მაშინ, როდესაც "ტერორისტები" სტოკჰოლმში თურქეთს აკრიტიკებენ. აზერბაიჯანიდან უკან დაბრუნებისას ერდოღანმა ასევე განაცხადა, რომ თურქეთის პოზიცია კიდევ ერთხელ გაირკვევა ოთხშაბათს, ანკარაში შვედ ოფიციალურ პირებთან მოლაპარაკების შემდეგ.

ერდოღანმა ეს კომენტარი თურქეთის, შვედეთის, ფინეთისა და ნატოს ოფიციალური წარმომადგენლების შეხვედრამდე გააკეთა. შეხვედრის მიზანი შვედეთის მიერ თურქეთის წინააღმდეგობის დაძლევაა იმისთვის, რომ ივლისში დაგეგმილ ნატოს სამიტზე შვედეთი ნატოს წევრი გახდეს.

მარტში თურქეთმა ფინეთის ალიანსში გაწევრიანებას მხარი დაუჭირა, თუმცა უნგრეთთან ერთად, თავს იკავებს შვედეთის წევრობაზე დათანხმებაზე. ამის მიზეზად თურქეთი ქურთი მებრძოლების მხარდაჭერას ასახელებს, რომლებსაც ანკარა ტერორისტებად მიიჩნევს.

XS
SM
MD
LG