ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

2 მილიარდი დოლარის დახმარების ახალი პაკეტი უკრაინას ამერიკისგან


ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტმა უკრაინის დახმარების ახალი პაკეეტის შესახებ განაცხადა. ამ პაკეტის ღირებულება 2 მილიარდ დოლარს აჭარბებს და კრიტიკული მნიშვნელობის საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობებს და ამუნიციას მოიცავს.

უკრაინის უსაფრთხოების მხარდაჭერის ინიციატივის ფარგლებში გამოყოფილი კიდევ ერთი პაკეტი, პენტაგონის განმარტებით, არის ამერიკის ურყევი მხარდაჭერის ხაზგასმა. ამასთან, დახმარებაა მოკლევადიანი შესაძლებლობებისა და გრძელვადიანი მდგრადობის გასაუმჯობესებლად იმისთვის, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის აგრესია შეაკავონ.

საპრეზიდენტო განკარგულებებისგან განსხვავებით, რომელთა თანახმადაც პენტაგონი უკრაინას დახმარებას თავდაცვის დეპარტამენტის მარაგებიდან უყოფს, ამ ინიციატივის ფარგლებში ამერიკას შეუძლია გადასაცემად საჭირო იარაღი ინდუსტრიის წარმომადგენლებისგან ან პარტნიორებისგან შეიძინოს.

ამ პაკეტში შედის დამატებითი ამუნიცია "პატრიოტის" საჰაერო სისტემეებისთვის; HAWK ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემები და რაკეტები; 105 და 203 მმ-იანი საარტილერიო ჭურვვები; "პუმას" უპილოტო საჰაერო სისტემები, ლაზერული დამიზნეების სარაკეტო ამუნიცია, ასევე წვრთნები, ტექნიკური და სხვა ტიპის უზრუნველყოფა.

პენტაგონი აცხადებს, რომ ამერიკა განაგრძობს მოკავშირეებთან ერთად უკრაინის დახმარებას, რათა მას ჰქონდეს ყველაფერი, რაც ერთი მხრივ, ბრძოლის ველზე, მეორე მხრივ კი - გრძელვადიანი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად სჭირდება.

XS
SM
MD
LG