ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"ბრიქსი" (BRICS) ცდილობს დასავლეთის საპირწონედ ჩამოყალიბდეს


ხუთშაბათიდან, BRICS-ის ჯგუფის (ბრაზილია-რუსეთი-ინდოეთი-ჩინეთი-სამხრეთ აფრიკა) ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები სამხრეთ აფრიკაში იკრიბებიან. ხუთი ქვეყნისგან შემდგარი ჯგუფი ცდილობს, რუსეთის უკრაინაში შეჭრის ფონზე, საკუთარი ბლოკი დასავლეთის გეოპოლიტიკური დომინირების საპირწონედ ჩამოაყალიბოს.

ეს მოლაპარაკებები აგვისტოს სამიტის პრელუდიაა, რომელიც იოჰანესბურგში უნდა გაიმართოს და უკვე შექმნა წინაღმდეგობრივი ვითარება რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის დასწრებასთან დაკავშირებით, რომელიც საერთაშორისო კრიმინალური სასამართლოს მიერ გაცემული დაპატიმრების ორდერის სამიზნეა.

სამხრეთ აფრიკამ დაადასტურა, რომ ხუთშაბათის შეხვედრაში ბრაზილიის, რუსეთის, ინდოეთის და სამხრეთ აფრიკის საგარეო საქმეთა მინისტრები მიიღებენ მონაწილეობას. ჩინეთს მინისტრის მოადგილე წარმოადგენს.

შეხვედრის დღის წესრიგი არ გასაჯაროებულა, მაგრამ ანალიტიკოსებმა თქვეს, რომ მსჯელობა ბლოკის წევრებს შორის კავშირების გაღრმავების და ჯგუფის გაფართოების შესაძლებლობაზე გაიმართება.

XS
SM
MD
LG