ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლავროვი მარცვლეულის ექსპორტზე შეთანხმების ჩაშლის საფრთხეზე საუბრობს


სატვირთო გემი "ამფიტრიტი", რომელიც შავ ზღვაზე მარცვლეულის ექსპორტზე მიღწეულ შეთანხმებაში მონაწილეობს, რუსეთისგან ბოსფორის სრუტეში გასვლის ნებართვას ელის. სტამბოლი, თურქეთი. 10 მაისი, 2023 წ.
სატვირთო გემი "ამფიტრიტი", რომელიც შავ ზღვაზე მარცვლეულის ექსპორტზე მიღწეულ შეთანხმებაში მონაწილეობს, რუსეთისგან ბოსფორის სრუტეში გასვლის ნებართვას ელის. სტამბოლი, თურქეთი. 10 მაისი, 2023 წ.

რუსეთი აცხადებს, რომ შავი ზღვის ინიციატივის სახელით ცნობილი შეთანხმება, პირობების შეუსრულებლობის გამო, ჩაშლის პირასაა. ხელშეკრულება, რომელიც უკრაინიდან მარცვლეულის და სასუქის ექსპორტისთვის შავ ზღვაზე უსაფრთხო დერეფნის შექმნას უზრუნველყოფს, უკრაინას და რუსეთს შორის, გაეროს და თურქეთის შუამავლობთ გასულ წელს დაიდო და რამდენჯერმე გახანგრძლივდა.

"თუ ყველაფერი ისევე დარჩა, როგორც არის და როგორც ჩანს, ასეც მოხდება, მაშინ უნდა გამოვიდეთ იმ ფაქტიდან, რომ შეთანხმება აღარ ფუნქციონირებს" - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

სერგეი ლავროვმა განცხადება დღეს, 29 მაისს, ნაირობიში ვიზიტის დროს გააკეთა. მისი თქმით, ხელშეკრულების პირობები, ამ ეტაპზე, "საერთოდ არ სრულდება".

გასული წლის თებერვალში, რუსეთის უკრაინაში შეჭრის და სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, მოსკოვმა შავი ზღვაზე უკრაინული პორტების ნაწილი დაიკავა და მარცვლეულის და სასუქის ექსპორტი დაბლოკა. გაეროს და თურქეთის ინიციატივით, ხანგრძლივი მოლაპარაკების შემდეგ, პირველადი შეთანხმება გასული წლის ივლისში გაფორმდა. ის ნოემბერში 120 დღის ვადით გახანგრძლივდა, მარტში - 60 დღით და მაისში - დამატებით ორი თვით.

უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტი
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:04:32 0:00

Facebook Forum

XS
SM
MD
LG