ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რესპუბლიკელი სენატორი ტიმ სკოტი საპრეზიდენტო მარათონში ერთვება


აშშ-ის არჩევნების მარეგულირებელისთვის პარასკევს წარდგენილი განაცხადის თანახმად, რესპუბლიკელი სენატორი ტიმ სკოტი 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნების რბოლაში ჩაერთო. ეს შეიძლება იყოს იმაზე გათვლა, რომ პარტიაში, რომელშიც ბევრ ამომრჩეველს დაუნდობელი ბრძოლა სწყურია, ჯერ კიდევ შესაძლებელია ერთობის და ოპტიმიზმის გზავნილი მიმზიდველი იყოს.

მარტოხელა დედის სიღატაკეში გაზრდილი შვილი და შეერთებული შტატების სენატში ერთადერთი შავკანიანი რესპუბლიკელი, სკოტი ხშირად მიუთითებს თავის პირად ისტორიაზე, როგორც იმის მტკიცებულებაზე, რომ ამერიკა იმედის მიწად რჩება.

კამპანიის გზაზე მისი იმედით სავსე განწყობა მკვეთრად განსხვავდება სხვა გამოცხადებული და პოტენციური კანდიდატების, მათ შორის ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის და ფლორიდის გუბერნატორ რონ დესანტისის პოზიციისგან, რომლებმაც აშშ დაახასიათეს როგორც დაღმავალ გზაზე მდგომი ქვეყანა, რომელსაც კორუმპირებული მემარცხენე ელიტისგან გადარჩენა სჭირდება.

სკოტი, როგორც შავკანიანი კონსერვატორი, იშვიათობაა ქვეყანაში, სადაც პოლიტიკა რასობრივი საზღვრებით მკვეთრად არის გამიჯნული. 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, ჯო ბაიდენს ხმა შავკანიან ამომრჩეველთა დაახლოებით 92 პროცენტმა მისცა, დონალდ ტრამპმა კი თეთრკანიანი ამომრჩევლების 55 პროცენტის მხარდაჭერა მიიღო.

სკოტი საკუთარ თავს რასობრივი ცრურწმენის მსხვერპლად წარმოადგენს, თუმცა არაერთხელ ირწმუნებოდა, რომ ამერიკა რასისტული ქვეყანა არ არის.

გამოკითხვების თანახმად, კანდიდატების შესარჩევ არჩევნებში, სკოტისთვის ხმის მიცემას რესპუბლიკელთა მხოლოდ დაახლოებით 2 პროცენტი გეგმავს.

XS
SM
MD
LG