ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გერმანიაში ეკონომიკის ზრდა დაფიქსირდა


გერმანიის ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ბოლო კვარტალში ქვეყნის ეკონომიკა გაიზარდა. ორშაბათს გამოქვეყნებულ ახალ ანგარიშში შეცვლილია აქამდე ნავარაუდევი ეკონომიკური შეკუმშვის შესახებ პროგნოზიც.

ევროზონის უდიდესი ეკონომიკის მქონე ქვეყანა გასული წლის განმავლობაში ენერგიაზე მნიშვნელოვნად გაზრდილ ფასებთან გამკლავებას ცდილობდა, რამაც დიდი გავლენა მოახდინა მის ინდუსტრიულ სექტორზე. თუმცა მას შემდეგ, რაც გაზზე ფასი იკლებს, რეცესიის თაობაზე არსებული შეშფოთებაც მცირდება და ჩნდება იმედი, რომ მისი თავიდან აცილება მოხერხდება.

"გერმანიის ეკონომიკა უკეთეს მდგომარეობაში იყო 2023 წლის პირველ კვარტალში იმასთან შედარებით, რასაც 1 თვის წინ ვვარაუდობდით, და ეკონომიკური აქტივობაც გარკვეულწილად გაიზარდა. ინდუსტრია იმაზე უფრო ძლიერ იკრებს ძალებს, ვიდრე ველოდით", - აცხადებს ბუნდესბანკი.

ანალიტიკოსები ამის რამდენიმე მიზეზს ასახელებენ, გაზზე ფასების კლება იმ ინდუსტრიებს დაეხმარა, რომლებშიც ენერგიას მასშტაბურად იყენებენ, გაძლიერდა მშენებლობლობის, მანქანების წარმოების და სხვა რამდენიმე მიმართულებაც. ასევე, გაიზარდა ინდუსტრიული შეკვეთების რაოდენობა. ცენტრალური ბანკის ცნობით, ქვეყანამ ასევე გადაიარა ყველაზე უარესი ეტაპი საქონელწარმოების ციკლის თვალსაზრისითაც.

XS
SM
MD
LG