ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„რაღაც გააკეთე! გადაარჩინე ჩვენი მოსწავლეები!“ - მარში იარაღის აკრძალვის მოთხოვნით


"საკმარისია" - წარწერა ტრანსფარანტზე, რომელიც 2018 წელს გამართულ საპროტესტო მარშის მონაწილე ბიჭს უჭირავს.
"საკმარისია" - წარწერა ტრანსფარანტზე, რომელიც 2018 წელს გამართულ საპროტესტო მარშის მონაწილე ბიჭს უჭირავს.

შეერთებული შტატების დედაქალაქში, ასობით ადამიანი დღეს იარაღის აკრძალვას, ყოველწლიური მარშით ითხოვს. მარშის მონაწილეები კონგრესისგან შესაბამისი ნაბიჯების გადადგმას და საიერიშო იარაღის ფედერალურ დონეზე აკრძალვას მოითხოვენ.

„დროა, ჩვენი მოსწავლეების გადასარჩენად, კონგრესმა რაღაც გააკეთოს“ - აცხადებენ მარშის ორგანიზატორები.

მსვლელობას სათავეში არასამთავრობო როგანიზცია „March Fourth” უდგას. ორგანიზაცია, რომელიც საკუთარ თავს უპარტიოდ აცხადებს, მიაჩნია, რომ „ომის იარაღზე“ სამოქალაქო პირებს წვდომა არ უნდა ჰქონდეთ.

ორგანიზაცია ამერიკის სხვადასხვა შტატის სკოლებში მომხდარ მასობრივ სროლაზე საუბრობს და ამერიკელ კანონმდებლებს მოუწოდებს იარაღის აკრძალვით „ხალხი პოლიტიკაზე მაღლა დააყენონ.“

  • სროლა ნეშვილის სკოლაში - „ეს ტრაგედია არ იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ბავშვებს, მასწავლებლებს და სკოლის პერსონალს ესროლეს ადგილზე, რომელიც უსაფრთხო უნდა იყოს: სკოლაში“ - აცხადებს ორგანიზაცია.

ნეშვილის ქრისტიანულ სკოლაში 28 წლის შეიარაღებული თავდამსხმელი 27 მარტს შეიჭრა. პოლიციის ადგილობრივი დეპარტამენტის ინფორმაციით, ოდრი ჰეილი „სრულიად მარტო მოქმედებდა“. მან თავდასხმის დროს 152 ტყვია გაისროლა. შედეგად დაიღუპა შვიდი ადამიანი, მათ შორი იყვნენ მცირეწლოვანი მოსწავლეები. სამართალდამცავებისთვის, თავდამსხმელის მოტივი უცნობია, თუმცა აცხადებენ, რომ ჰეილი თავდასხმას „თვეების განმავლობაში გეგმავდა“ და ამისთვის სხვა მსგავსი მასობრივი მკვლელობებიც შეისწავლა. თავდამსხმელი ლიკვიდირებულია - ჰეილი სკოლაში შესვლიდან და ცეცხლის გახნიდან 14 წუთში, პოლიციასთან ორმხრივი სროლის დროს დაიღუპა.

ეს შეერთებულ შტატებში, სკოლაში მომხდარი ყველაზე დიდი მასობრივი მკვლელობა იყო გასული წლის მაისის შემდეგ, როცა ტეხასში მომხდარ სროლას, 21 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 19 მოსწავლე.

  • სროლა დაწყებით სკოლაში - 2012 წელს, სენდი ჰუკის დაწყებით სკოლაში მომხდარი სროლა, კიდევ ერთი მასობრივი მკვლელობაა, რომელსაც მსვლელობის ორგანიზატორები იხსენებენ - „26 ადამიანი მოკლეს და რა გააკეთა კონგრესმა? არაფერი.“

კონექტიკუტის შტატის ქალაქ ნიუთაუნში, სენდი ჰუკის დაწყებით სკოლაში, 20 წლის თავდამსხმელი 2012 წლის 14 დეკემბერს შეიჭრა. ადამ ლანზამ 26 ადამიანი მოკლა, რომელთა შორისაც 20, 7 წლამდე მოსწავლეები იყვენ. ადგილზე სამართალდამცავების მისვლის შემდეგ, თავდამსხმელმა თავი მოიკლა. სკოლაში შეჭრამდე, ლანზამ საკუთარ სახლში დედა მოკლა.

  • სროლა საშუალო სკოლაში - მსვლელობის ორგანიზატორები ასევე იხსენებენ ფლორიდაში, მაიამის გარეუბან პარკლენდში, მარჯორი სტოუნმენი დაგლასის სახელობის საშუალო სკოლაში მომხდარ სროლას. 2018 წლის 14 თებერვალს, 19 წლის ნიკოლას კრუზმა, სკოლაზე თავდასხმისას 17 ადამიანი მოკლა. თავდაპირველად, ის სხვა სტუდენტებს შეერია და ადგილიდან გაქცევა მოახერხა. თუმცა, დაახლოებით ერთ საათში, სამართალდამცავებმა დააკავეს. საპროტესტო მსვლელობის მონაწილეები და ორგანიზატორები აცხადებენ, რომ კონგრესმა, ამ შემტხვევაშიც, არაფერი მოიმოქმედა.

სროლა დაბადების დღის წვეულებაზე

ამ დრომდე კრიტიკულად მძიმეა ალაბამაში, 16 აპრილს მომხდარი მასობრივი სროლის დროს დაჭრილი ხუთი ადამიანი ჯანმრთელობის მდგომარეობა. შაბათს მომხდარ სროლის შედეგად, 4 ახალგაზრდა დაიღუპა და 28 დაიჭრა. ოთხივე დაღუპული, საშუალო სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლე იყო.

შეიარაღებულ თავდასხმისას, ქალაქ დედვილის ცეკვის სტუდიაში, 16 წლის გოგონას დაბადების დღეს აღნიშნავდნენ. სამართალდამცავებს, ამ დრომდე არ უსაუბრიათ დეტალებზე, რა იყო თავდასხმის მოტივი, ან იდენტიფიცირებულია თუ არა თავდამსხმელი. სამართალდამცავები ადგილობრივებს მოუწოდებენ, მიწაოდონ ნებისმიერი ინფორმაცია, რაც შესაძლოა გამოძიებას დაეხმაროს.

„ჩვენ გავაგრძელებთ მეთოდურ მუშაობას, რათა დავრწმუნდეთ, რომ ოჯახებისთვის სამართალი აღსრულდება“ - აცხადებს ადგილობრივი სამართალდამცავი ორგანოს სერჟანტი, ჯეკ ბურკეტი.

„შეიარაღებული ძალადობის არქივის“ მონაცემებით, მხოლოდ მიმდინარე წელს, ამ დრომდე, შეიარაღებულ თავდასხმას 163 ადამიანი ემსხვერპლა. არასამთავრობო როგანიზაციები, მასობრივ სროლად განიხილავენ თავდასხმას, რომლის შედეგად, თავდამსხმელის გამოკლებით, 4 ან მეტი ადამიანი დაიჭრება, ან დაიღუპება.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG