ვის ინტერესებშია ფრენების აღდგენა - რუსეთის თუ საქართველოსი?
რუსეთი ისევ ცდილობს საქართველოსთან საავიაციო მიმოსვლის აღდგენას, რომელიც 2019 წელს გააუქმა. იმ ფონზე, როცა რუსები თითზე ჩამოსათვლელ ქვეყნებში დაფრინავენ, ექსპერტების აზრით, ავიამიმოსვლა მხოლოდ მოსკოვის ინტერესებშია; თბილისის თანხმობა კი მოკავშირეების უსაფრთხოების პოლიტიკის წინააღმდეგ წასვლა იქნება