ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბახმუტს სიმბოლური დატვირთვა უფრო აქვს, ვიდრე სტრატეგიული - აშშ


უკრაინელი ჯარისკაცები ქ. ბახმუტის ფრონტის წინა ხაზთან. უკრაინა. 4 მარტი, 2023 წ.
უკრაინელი ჯარისკაცები ქ. ბახმუტის ფრონტის წინა ხაზთან. უკრაინა. 4 მარტი, 2023 წ.

შეერთებული შტატების თავდაცვის მდივნის განცხადებით, თუ რუსეთის ძალები აღმოსავლეთ უკრაინის ქალაქ ბახმუტზე კონტროლს მოიპოვებენ, ეს არ იქნება გადამწყვეტი მომენტი უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტში. განცხადება ლოიდ ოსტინმა ორშაბათს, 6 მარტს გააკეთა.

"ვფიქრობ, ამას უფრო სიმბოლური ღირებულება აქვს, ვიდრე - სტრატეგიული და საოპერაციო", უთხრა ოსტინმა ჟურნალისტებს იორდანიაში ვიზიტის დროს. თუ კიევმა გადაწყვიტა, რომ უკრაინული ძალები ბახმუტის დასავლეთით გაამაგროს, ეს ოსტინის აზრით, უკრაინის სტრატეგიული უკანდახევა არ იქნება.

დონეცკის რეგიონში მდებარე უკრაინულ ქალაქ ბახმუტისთვის, უკვე თვეებია ინტენსიური ბრძოლები მიმდინარეობს. რუსეთი მას რამდენიმე მხრიდან უტევს და ცდილობს ზედიზედ რამდენიმე მარცხის შემდეგ, ერთი გამარჯვება მაინც მოიპოვოს.

პარალელურად, უკრაინის შეიარაღებული ძალების განცხადების მიხედვით, ორშაბათს, რუსეთმა იერიშებისთვის კვლავ ირანული წარმოების დრონები გამოიყენა. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა "ტვიტერზე" დაწერა, რომ მათ რუსეთის 15-დან 13 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს.

დღესვე გავრცელდა კადრები, რომელთა მიხედვითაც, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ რუსეთის მიერ დაპყრობილი უკრაინის ქალაქი მარიუპოლი დაათვალიერა. მან უკრაინაში დაჭრილი რუსი ჯარისკაცებიც მოინახულა, რომლებიც მკურნალობას სამხრეთ უკრაინაში მდებარე ერთ-ერთ სამედიცინო ცენტრში გადიან.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო შოიგუს უკრაინაში ვიზიტის თარიღს არ აზუსტებს.

ბახმუტი - ჯოჯოხეთი დედამიწაზე
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:05:42 0:00

Facebook Forum

XS
SM
MD
LG