ჩრდილოეთ ამერიკის საჰაერო სივრცის თავდაცვის სარდლობის (NORAD) განცხადებით, ამერიკის საჰაერო ძალებმა გადაუჭრეს რამდენიმე რუსულ სტრატეგიულ ბომბდამშენს და გამანადგურებელს, რომლებიც ალასკასთან ახლოს საერთაშორისო საჰაერო სივრცეში დაფრინავდნენ.
თვითმფრინავები, რომელთა იდენტიფიცირებაც ორშაბათს მოხდა, ამერიკის ან კანადის საჰაერო სივრცეში არ შესულან და არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენდნენ, ნათქვამია აშშ-კანადის ერთობლივი ცენტრის განცხადებაში, რომელიც 14 თებერვლით არის დათარიღებული.
განცხადების თანახმად, რუსული თვითმფრინავების გამოჩენა არანაირად არ უკავშირდება ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ამერიკასა და კანადაში ამოუცნობი მფრინავი ობიექტების ჩამოგდებას.
„ნორადი რუსეთის ასეთი მოქმედებისთვის მზად იყო... ნორადის ორმა ეფ-16 გამანადგურებელმა რუსული თვითმფრინავის გზის გადაჭრა განახორციელა“ - ნათქვამია განცხადებაში.