ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინამ საარტილერიო ჭურვების თანაწარმოება ნატოს წევრ ქვეყანასთან დაიწყო


უკრაინის სახელმწიფო კომპანია „უკრობორობპრომმა“ ოთხშაბათს განაცხადა, რომ მან დაიწყო საარტილერიო ჭურვების ერთობლივი წარმოება ნატოს წევრ ერთ-ერთ ქვეყანასთან, რომელიც ცენტრალურ ევროპაში მდებარეობს. უკრაინულმა იარაღის მწარმოებელმა ასევე განაცხადა, რომ ის მოკავშირეებთან ერთად სხვა სახის იარაღისა და სამხედრო ტექნიკის შემუშავებასა და წარმოებას გეგმავს.

„უკრობორობპრომმა“ არ დაასახელა ნატოს წევრი ქვეყანა, რომელთანაც ის თანამშრომლობს, თუმცა განაცხადა, რომ დაიწყო 120-მილიმეტრიანი ჭურვების წარმოება. ეს არის საბრძოლო მასალა, რომელზეც დიდი მოთხოვნაა უკრაინაში.

"ამ ჭურვების გაჩენა არის ჩვენი ერთობლივი თანამშრომლობის პირველი პროდუქტი ნატოს ალიანსის ქვეყანასთან. ეს არ დასრულდება ჭურვებით, ჩვენ მალე გაჩვენებთ პარტნიორ ქვეყნებთან წარმოებულ სხვა პროდუქტებს" - თქვა „უკრობორობპრომის“ წარმომადგენელმა ნატალია სადმა. მან იქვე დასძინა, რომ ეს უკრაინისთვის ნატოსთან საწარმოო ჯაჭვში ჩართვისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯია, რომელსაც მომავალში სხვა გადაწყვეტილებები მოჰყვება.

XS
SM
MD
LG