ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სლოვენიამ რუსეთისთვის ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი 2 პირი დააკავა


Slovenia Russian Spies
Slovenia Russian Spies

სლოვენიის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, რუსეთის სამხედრო დაზვერვისთის ჯაშუშობაში ორი მამაკაცი დააკავა. წყაროზე დაყრდნობით, ინფორმაციას ლუბლიანაში ბაზირებული გამოცემა „დელო“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ეჭვმიტანილები ლუბლიანას ბეზიგარდის რაიონში, დაქირავებული ოფისიდან მოქმედებდნენ. ერთ-ერთი მათგანი, სამხრეთ ამერიკული ქვეყნის მოქალაქეა.

„დელოს“ ინფორმაციით, დაკავებულები რუსეთის სამხედრო დაზვერვის, „გრუსთვის“ ჯაშუშობასა და ყალბი დოკუმენტების გამოყენებაში არიან ბრალდებული. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მათ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

სლოვენიის სადაზვერვო სააგენტომ განაცხადა, რომ შეგრვებული ინფორმაცია „საიდუმლოა“, ამიტომ უწყება მას არ ასაჯაროვებს და არც საჯარო კომენტარს აკეთებს.

„სააგენტო რეგულარულად აცნობებს ეროვნული უსაფრთხოების სისტემის მთავარ ორგანოებს უცხოური სუბიექტების მიერ განხორციელებული სადაზვერვო საქმიანობის შესახებ და მჭიდროდ თანამშრომლობს სლოვენიის უსაფრთხოების უწყებებთან, ასევე ევროკავშირისა და ნატოს სამსახურებთან“, - ნათქვამია სააგენტოს მიერ, „როიტერისთვის“ გაგზავნილ წერილობით პასუხში.

XS
SM
MD
LG