ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნიუ-იორკში იმიგრანტების ადგილი არ არის - ქალაქის მერი


ნიუ-იორკის მერი, ერიკ ადამსი ელ-პასოში ვიზიტისას
ნიუ-იორკის მერი, ერიკ ადამსი ელ-პასოში ვიზიტისას

მირანტებისთვის „ნიუ-იორკში არ არის ადგილი“ - ეს განცხადება ნიუ-იორკის მერმა, ერიკ ადამსმა მექსიკის საზღვართან მდებარე ქალაქ ელ-პასოში ვიზიტისას გააკეთა.

დემოკრატმა მერმა ტეხასის შტატში ყოფნის დროს, კრიტიკა გამოთქვა დემოკრატი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მიმართ. მისი განცხადებით, „ახლა არის დრო, ეროვნულმა მთავრობამ“ ამერიკის სამხრეთ საზღვარზე იმიგრანტების კრიზისთან დაკავშირებით, „საკუთარი საქმე გააკეთოს.“

ქვეყნის სამხრეთ საზღვარზე, საიმიგრაციო კრიზისის გამო, ნიუ-იიორკის მერის ვიზიტი უპრეცედენტოა. მანამდე, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, იმიგრანტებით დატვირთული ავტობუსები, უფრო ჩრდილოეთით მდებარე ქალაქებში, როგორიცაა ნიუ-იორკი, ჩიკაგო, ვაშინგტონი და სხვა, რესპუბლიკური მმართველობის მქონე შტატებმა გააგზავნა. ამან ნიუ-იორკში საბინაო და უსახლკაროთა კრიზისი კიდევ უფრო გაამწვავა.

ელ-პასოში ვიზიტამდე, ადამსმა განაცხადა, რომ იმიგრანტების შედინება მეგაპოლისს, შესაძლოა, $2 მილიარდი დაუჯდეს. ეს იმ ფონზე, როცა ქალაქი ბიუჯეტი დიდ დეფიციტს უკვე განიცდის.

XS
SM
MD
LG