ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკამ ყური უნდა უგდოს მარტინ ლუთერ კინგის მემკვიდრეობას - ბაიდენი


"მე მაქვს ოცნება,"- მარტინ ლუთერ კინგი
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:01:06 0:00

"მე მაქვს ოცნება,"- მარტინ ლუთერ კინგი

მარტინ ლუთერ კინგის დაბადების დღეზე, ამერიკის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ატლანტაში მდებარე იმ ისტორიულ ეკლესიას ეწვია, სადაც ცნობილი უფლებადამცველი ლიდერი წირვებს ატარებდა. პრეზიდენტმა კვირას, 15 იანვარს, ებენეზერის შავკანიანთა ბაპტისტურ ეკლესიაში შეკრებილებს მიმართა და თქვა, რომ დემოკრატიისთვის ამ „სახიფათო“ მომენტში, მარტინ ლუთერ კინგის ცხოვრება და მემკვიდრეობა „გზას გვიკვალავს და ჩვენ მას ყური უნდა მივუგდოთ“.

გასული საუკუნის 50-60-იან წლებში რასობრივი დისკრიმინაციის წინააღმდეგ მებრძოლი გამორჩეული ლიდერის პატივსაცემად, ამერიკაში მისი დაბადების დღე ფედერალურ დონეზე დასვენების დღედ არის გამოცხადებული, რომელიც იანვრის ყოველ მე-3 ორშაბათს აღინიშნება. მარტინ ლუთერ კინგი შავკანიან ამერიკელთა მშვიდობიან საპროტესტო აქციებს ედგა სათავეში და ქვეყანაში დამკვიდრებულ რასობრივ სეგრეგაციასა და დისკრიმინაციას ებრძოდა. კინგი 1968 წელს, 39 წლის ასაკში მოკლეს.

მიიჩნევა, რომ სწორედ მარტინ ლუთერ კინგის დიდი დამსახურებით მიიღო ამერიკამ 1964 წელს სამოქალაქო უფლებების აქტი, რომლის საფუძველზეც უკანონოდ გამოცხადდა დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, რელიგიის, სქესის, ან ეროვნული წარმოშობის მიხედვით. დაახლოებით ერთ წელში, 1965 წელს კი შეერთებულ შტატებში დამტკიცდა ხმის მიცემის უფლების აქტი, რომელიც ამერიკულ არჩევნებზე დისკრიმინაციას კრძალავს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG