ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანული წარმოშობის ამერიკელი ბაიდენის ყურადღების მისაქცევად, ციხეში შიმშილობს


ირანული წარმოშობის ამერიკელმა, სიამაკ ნამაზიმ, 7-დღიანი შიმშილობა დაიწყო, რათა ირანში თავის პატიმრობაზე ყურადღება გაამხვილოს. პარალელურად, ნამაზი სთხოვს ამერიკის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს, რომ სახლში დააბრუნოს ყველა ამერიკელი, ვინც ახლა ირანის ციხეში იხდის სასჯელს.

ნამაზი 2015 წელს ჯაშუშობის ბრალდებით დააპატიმრეს. თუმცა, გაერო და ამერიკის შეერთებული შტატები ამას მცდარ ბრალდებას უწოდებენ.

პატიმრის მიმართვა ორშაბათს, 16 იანვარს გავრცელდა, როდესაც ნამაზის ადვოკატმა ჯარედ გენსერმა, მედიას პრეზიდენტ ბაიდენისათვის მიწერილი წერილის შინაარსი გააცნო. წერილი პატიმარმა ირან-ამერიკას შორის დადებული შეთანხმების მეშვიდე წლისთავზე გაავრცელა.

შეთანხმების საფუძველზე, ირანმა მაშინ 5 ამერიკელი გაათავისუფლა პატიმრობიდან, სანაცვლოდ კი შეერთებულმა შტატებმა 7 ირანელი შეიწყალა. პატიმრების ეს გაცვლა, ბაიდენის ვიცე-პრეზიდენტობის და ამერიკის ირანთან დადებული ბირთვული შეთანხმების პარალელურად ხდებოდა.

„როდესაც ობამას ადმინისტრაციამ უგონოდ დამტოვა საფრთხის ქვეშ და გაათავისუფლა სხვა ამერიკელი მოქალაქეები, რომლებიც ირანში მძევლად აიყვანეს 2016 წლის 16 იანვარს, ამერიკის მთავრობა დაპირდა ჩემს ოჯახს, რომ უსაფრთხოდ დამაბრუნებდა სახლში რამდენიმე კვირაში“, - წერს ნამაზი. „თუმცა, შვიდი წლის და [ამერიკაში] ორი პრეზიდენტის [შეცვლის] შემდეგ, მე ვრჩები თეირანის ცნობილი ევინის ციხეში",- წერს პატიმარი.

ნამაზი ასევე წერს, რომ მას აქვს ინფორმაცია, რომ რამდენიმე ამერიკელი ოფიციალური პირი ირანიდან ამერიკელი პატიმრების გათავისუფლება პრიორიტეტი გახდება, თუმცა, ასევე დასძენს, რომ მან უკვე ისწავლა, რომ დიდი იმედები არ უნდა დაამყაროს დაპირებებზე.

XS
SM
MD
LG