ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თავდასხმა ბრაზილიის ფედერალურ შენობებზე - შედეგები და სამართლებრივი დევნა


ბრაზილიის დედაქალაქ ბრაზილიაში ყოფილი პრეზიდენტის ჟაირ ბოლსონაროს მომხრეების მიერ მოწყობილი ამბოხით მიყენებულ ზიანს სწავლობენ. 9 იანვარი, 2023 წ.
ბრაზილიის დედაქალაქ ბრაზილიაში ყოფილი პრეზიდენტის ჟაირ ბოლსონაროს მომხრეების მიერ მოწყობილი ამბოხით მიყენებულ ზიანს სწავლობენ. 9 იანვარი, 2023 წ.

ბრაზილიის პრეზიდენტმა, დედაქალაქ ბრაზილიაში ის ფედერალური შენობები მინახულა, რომლებსაც ცოტა ხნის წინ გმართულ საპრეზიდენტო არჩევნებში, მისი კონკურენტის მხარდამჭერები თავს დაესხნენ.

ლუის ინასიუ ლულა და სილვამ, ექსპრეზიდენტ ჟაირ ბოლსონაროს მომხრეების მიერ ძლიერ დაზიანებული შენობების დათვალიერების შემდეგ, ქალაქის ფედერალურ ოლქში, ფედერალური უსაფრთხოების ჩარევის შესახებ ბრძანება გასცა. მან პირობა დადო, რომ დემონსტრანტები, რომლებმაც ფედერალურ შენობებზე იერიში მიიტანეს, მართლმასჯულების წინაშე წარსდგებიან. მისივე განცხადებით, ასევე დაისჯება ყველა სამართალდამცავი, რომელმაც მომიტინგეების შეჩერება ვერ შეძლო. პრეზიდენტის მიერ გამოცემული დადგენილება ძალაშია 31 იანვრამდე და მთავრობას ანიჭებს უფლებამოსილებას, სრულად აღადგინოს წესრიგი დედაქალაქში.

ოფიციალური პირების განცხადებით, ამ დროისთვის დაკავებულია ყოფილი პრეზიდენტის, ჟაირ ბოლსონაროს 200 მხარდამჭერი, რომლებმაც კვირას დედაქალაქში პრეზიდენტის სასახლე, უზენაესი სასამართლოსა და კონგრესის შენობები დაარბიეს.

ბოლსონაროს მომხრებს ხელისუფლებაში მისი დაბრუნება სურთ და სამხედროებს სახელმწიფო გადატრიალების მოწყობისკენ მოუწოდებენ. ბოლსონარო ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებში, ასევე ყოფილ პრეზიდენტთან, ლუის ინასიუ ლულა და სილვასთან დამარცხდა. ამ უკანასკნელმა საპრეზიდენტო ფიცი ერთი კვირის წინ დადო.

ბოლსონარომ ბრაზილია ლულას ინაუგურაციამდე დატოვა და აქამდე შეერთებულ შტატებში, ფლორიდაში იმყოფებოდა.

ბრაზილიაში განვითარებულ მოვლენებს თეთრი სახლიც გამოეხმაურა. ამერიკა თვლის, რომ ბოლსონაროს მომხრეთა ქმედება ანტიდემოკრატიულია. აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ბრაზილიაში განვითარებული მოვლენები „აღმაშფოთებელია“.

თეთრი სახლის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანი "ტვიტერზე" წერს, რომ შეერთებული შტატები გმობს ნებისმიერ მცდელობას, რომელიც მიზნად ისახავს ბრაზილიაში დემოკრატიის ხელყოფას.

განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება უფლებადამცველი ორგანიზაციები. „ჰიუმან რაით უოჩის“ ამერიკის დივიზიის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, თამარა ტარციუკი აცხადებს, რომ „პოლიციამ და გენერალურმა პროკურატურამ გამოძიება უნდა დაიწყოს არა მხოლოდ იმ ადამიანების მიმართ, ვინც ძალადობრივი აქტები ჩაიდინა, არამედ მათ წინააღმდეგაც, ვინც ისინი წაახალისა და დააფინანსა.“ მისი თქმით, ბრაზილიის დემოკრატიულ ინტიტუტებზე განხორციელებულ „უკიდურესად სერიოზულ“ თავდასხმაზე პასუხისმგებელი პირები, მართლმსაჯულების წინაშე უნდა წარსდგნენ.

„საერთაშორისო ამნისტია“ მოუწოდებს „შესაბამის ორგანოებს, ჩაატაროს სწრაფი, მიუკერძოებელი და ეფექტიანი გამოძიება.“

XS
SM
MD
LG