რუსეთმა 2 იანვარს აღიარა, რომ უკრაინის ერთ-ერთ ყველაზე მსხვერპლიან კონტრიერიშს ათეულობით რუსი ჯარისკაცი ემსხვერპლა. რუსეთის ნაციონალისტი ბლოგერები იმ რუსი მეთაურების დასჯას ითხოვენ, ვინც ჯარისკაცები ამუნიციის საწყობებთან ახლოს განალაგა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, საწყობთან მომხდარ ერთ-ერთ აფეთქებაში დაღუპულია 63 ჯარისკაცი. ისინი დონეცკის რეგიონის ქალაქ მაკიივკაში, დროებით სადგომებში იყვნენ განლაგებული. განცხადების მიხედვით, მათ საცხოვრებელს 4 ამერიკული "ჰაიმარსის" ტიპის რაკეტა მოხვდა. მოსკოვი ასევე აცხადებს, რომ მათ ამ ოთხიდან 2-ის ჩამოგდება შეძლეს.
კიევის განცხადებით, მსხვერპლი გაცილებით მეტია და ადგილზე ასობით რუსი ჯარისკაცი დაიღუპა. უკრაინის საინფორმაციო წყაროების მიხედვით, მათ ორშაბათს, 2 იანვარს რუსეთის 39 დრონი ჩამოაგდეს.
რუსეთი უკვე მესამე ღამეა უკრაინის წინააღმდეგ უპრეცედენტო საჰაერო იერიშებს არ წყვეტს. მათი სამიზნე კვლავ კიევისა და სხვა ქალაქების მშვიდობიანი მოსახლეობა და სამოქალაქო ობიექტებია, განსაკუთრებით კი - ენერგო ობიექტები.
Facebook Forum