ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 100-ზე მეტი რაკეტა ისროლა


რუსეთის სარაკეტო თავდასხმა უკრაინის წინააღმდეგ, დეკემბერი 29, 2022
რუსეთის სარაკეტო თავდასხმა უკრაინის წინააღმდეგ, დეკემბერი 29, 2022

რუსეთმა ხუთშაბათს დილაადრიან უკრაინის მიმართულებით 100-ზე მეტი რაკეტა გაისროლა, სამიზნე კიევი და სხვა ქალაქები იყო, მათ შორის ლვივი და ოდესა. ეს რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე ფართომასშტაბიანი საჰაერო დაბომბვაა ფართომასშტაბიანი ომის დაწყებიდან დღემდე.

"უაზრო ბარბაროსობა. ეს არის ერთადერთი სიტყვები, რომლებიც მახსენდება, რუსეთის მიერ ახალ წელს უკრაინის მშვიდობიან ქალაქებზე მორიგი სარაკეტო იერიშის ფონზე“, - დაწერა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ „ტვიტერზე“.

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა განაცხადა, რომ მან 69-დან, 54 რაკეტა ჩამოაგდო. საჰაერო სირენები კიევსა და სხვა ქალაქებში, ხუთი საათის განმავლობაში ისმოდა.

ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ თავდასხმის დროს რუსეთმა უკრაინის მიმართულებით, 120-ზე მეტი რაკეტა გაისროლა.

ხარკოვში, უკრაინის სიდიდით მეორე ქალაქში, მეხანძრეები ელექტროსადგურზე გაჩენილი დიდი ხანძრის ჩაქრობას ცდილობენ. სამხრეთში, ქალაქ ზაპორიჟიეში სახლები დაზიანდა და გასროლილმა რაკეტამ ქალაქში უზარმაზარი კრატერი დატოვა.

უკრაინელმა სამხედროებმა განაცხადეს, რომ რუსეთმა საჰაერო და საზღვაო ფრთოსანი, საზენიტო რაკეტები და S-300-ები გამოიყენა ინფრასტრუქტურის ობიექტებზე აღმოსავლეთ, ცენტრალურ, დასავლეთ და სამხრეთ რეგიონებში. თავდასხმები მოჰყვა ღამის თავდასხმას "კამიკაძე" დრონების გამოყენებით.

ბოლო თვეების განმავლობაში რუსული საჰაერო დარტყმების ტალღებმა, ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურით სამიზნეში,ზამთრის პირობებში, მილიონობით ადამიანი ელექტროენერგიის და გათბობის გარეშე დატოვა.

"მტერმა დიდი ფსონი დადო ამ შეტევაზე, ემზადებოდა ამისთვის ორი კვირის განმავლობაში. უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა აჩვენეს წარმოუდგენელი დონის უნარი და ეფექტურობა", - თქვა უკრაინის პრემიერ მინისტრმა დენის შმიჰალმა Telegram-ზე.

უახლესი აფეთქება მოჰყვა კრემლის მიერ უკრაინის სამშვიდობო გეგმის უარყოფას და მოთხოვნას, რომ კიევმა რუსეთის მიერ მისი ოთხი რეგიონის ანექსია უნდა აღიაროს.

საჰაერო თავდაცვა

კიევმა განაცხადა, რომ დარნიცკის რაიონში რაკეტების ფრაგმენტებით, ორი კერძო სახლი და ბიზნესები და სათამაშო მოედანი დაზიანდა. კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ თქვა, რომ კიევის თავზე 16 რაკეტა ჩამოაგდეს და თავდასხმისას სამი ადამიანი დაშავდა.

ლვივის მერმა ანდრეი სადოვიმ Telegram-ზე განაცხადა, რომ პოლონეთის საზღვართან მდებარე ქალაქის 90% ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. რაკეტებმა დააზიანა ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტი.

სამხრეთ-დასავლეთ ოდესის რეგიონში ერთი რაკეტის ფრაგმენტი საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა, თუმცა მსხვერპლი არ არის, განაცხადა გუბერნატორმა მაქსიმ მარჩენკომ.

მოსკოვმა არაერთხელ უარყო მშვიდობიანი მოსახლეობის სამიზნეში ამოღება, ხოლო უკრაინა ამბობს, რომ მოსკოვის ყოველდღიური დაბომბვები ანადგურებს ქალაქებს, დასახლებულ პუნქტებს, სამედიცინო და სხვა ინფრასტრუქტურას.

თვეების განმავლობაში უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი დასავლეთის ქვეყნებს საჰაერო თავდაცვის შემდგომ დახმარებას სთხოვდა.

ბელარუსის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო BelTA იტყობინება, რომ უკრაინული S-300 რაკეტა ბელარუსის ტერიტორიაზე ჩამოვარდა. მინსკმა გამოაქვეყნა ფოტო, რომლის მიხედვითაც რაკეტის ნაწილები ცარიელ მინდორში ჩამოვარდა. ბელარუსმა უკრაინის ელჩი გამოიძახა. მინსკის თქმით, ინციდენტი იმ დროს მოხდა, როცა რუსეთი უკრაინას ბომბავდა.

XS
SM
MD
LG