კონგრესის პანელმა, რომელიც 2021 წლის 6 იანვარს, აშშ-ის კაპიტოლიუმზე თავდასხმას იძიებს, ოთხშაბათს განაცხადა, რომ იგი მინიმუმ ერთი დღით დააყოვნებს საბოლოო ანგარიშის გამოქვეყნებას, რომელშიც საუბარია პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ, არეულობის წაქეზების ბრალდებაზე.
წარმომადგენელთა პალატის კომიტეტმა განაცხადა, რომ მოხსენებას ხუთშაბათს გამოაქვეყნებს.
მოხსენება, რომელიც ონლაინ გამოქვეყნდება, სავარაუდოდ, 1000-ზე მეტ გვერდს მოიცავს. ის დაფუძნებულია 18 თვის განმავლობაში ჩატარებულ, თითქმის 1200 ინტერვიუზე და ასობით ათას დოკუმენტზე, მათ შორის 60-ზე მეტ ფედერალური და შტატის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე.
ორშაბათს გამოქვეყნებული რეზიუმეს თანახმად, ანგარიშში ჩამოთვლილია კომიტეტის 17 მიგნება, განიხილება ტრამპისა და მისი ზოგიერთი თანამოაზრეების ქმედებების სამართლებრივი შედეგები და მოიცავს სისხლის სამართლის საქმის აღძვრის მოთხოვნას, იუსტიციის დეპატარმენტისგან, ტრამპისა და სხვა პირები წინააღმდეგ.
ორშაბათს, კომიტეტმა ფედერალურ პროკურორებს სთხოვა რესპუბლიკელ ყოფილ პრეზიდენტს ბრალი ოთხ კანონდარღვევაზე წაუყენონ, მათ შორისაა კონგრესისთვის ხელის შეშლა და აჯანყების წახალისება, 2020 წლის ნოემბრის არჩევნების შედეგების გაუქმების მიზნით.
„იმის ნაცვლად, რომ შეესრულებინა თავისი კონსტიტუციური ვალდებულება, „იზრუნოს კანონების ერთგულად შესრულებაზე“, პრეზიდენტმა ტრამპმა დაგეგმა არჩევნების შედეგების გაუქმების შეთქმულება“, - თქვა პალატის პანელმა მოხსენების 160-გვერდიან რეზიუმეში.
ტრამპმა 6 იანვარს დილით თეთრ სახლთან საკუთარ გამოსვლაში, თავის მხარდამჭერებს მოუწოდა კაპიტოლიუმისკენ წასვლისკენ და შემდეგ უკვე, როცა ისინი ამერიკის კონგრესში შეიჭრნენ, საათების განმავლობაში განცხადება არ გაუკეთებია.
Facebook Forum