ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ინჟინრების მთელი არმია ეხმარება უკრაინის მობილური ტელეფონების კომპანიებს


"კიევსტარის" მობილური ტელეფონების მომსახურების ანძა. კიევი, უკრაინა. 30 ნოემბერი, 2022 წ.
"კიევსტარის" მობილური ტელეფონების მომსახურების ანძა. კიევი, უკრაინა. 30 ნოემბერი, 2022 წ.

რუსეთის მიერ რაკეტებით და დრონებით მიტანილი იერიშების ფონზე, უკრაინაში პერიოდულად კომუნიკაციის პრობლემები იქმნება. მობილური ტელეფონების მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, სატელეფონო კომპანიებს მოხალისე ინჟინრების მთელი არმია შეუერთდა. ისინი პოლიტიკოსებს და რიგით უკრაინელებს კრიტიკულად მნიშვნელოვანი კონტაქტების შენარჩუნებაში ეხმარებიან.

ინჟინრებს, რომლებიც მშვიდობიან დროში კულისებს მიღმა შეუმჩნევლად შრომობენ, ომის დროს უდიდესი მნიშვნელობა ენიჭებათ. უკრაინელი მოხალისეები დღედაღამ მუშაობენ და ზოგჯერ - დანაღმულ ადგილებში საკუთარი სიცოცხლის რისკის ხარჯზე, რომ კომუნიკაცია არ ჩაიშალოს.

"ჩემი კოლეგები ქანცგაწყვეტილები არიან, მაგრამ მაინც მოტივირებულები რჩებიან იმ ფაქტით, რომ მნიშვნელოვან საქმეს აკეთებენ" - ამბობს იური დაგნისტი, უკრაინული ტელეკომუნიკაციების კომპანიის "კიევსტარის" ინჟინერი. მან ჟურნალისტებს ინჟინრების მუშაობის ყოველდღიური რუტინა აჩვენა.

ინჟინრები ფიზიკურად ჩამოივლიან და ათვალიერებენ ხოლმე ანძებს, ზოგჯერ - თოვლში და სიბნელეში. ისინი ამოწმებენ სატელეფონო კავშირს აპლიკაციებით და 24-საათიან მონიტორინგს უწევენ გენერატორებს, რომლებიც დენის გამორთვის შემთხვევაში უნდა ჩაირთოს. ინჟინრები თვითონვე ავსებენ საწვავით გენერატორების ავზებს, როცა მათში დიზელი გამოილევა.

"კიევსტარი" მხოლოდ ერთია უკრაინის ტელეკომუნიკაციების სამ სხვადასხვა კომპანიას შორის, რომლებიც ქვეყნის მობილურ სატელეფონო კავშირს უზრუნველყოფენ. მათ დღეისთვის 26 მილიონი მომხმარებელი ჰყავთ.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ არაერთხელ გაუსვა ხაზი სატელეფონო კავშირების კრიტიკულ მნიშვნელობას. "განსაკუთრებული ყურადღება ექცევა საკომუნიკაციო სისტემებს" თქვა მან რამდენიმე დღის წინ, რადგან რაც არ უნდა ჰქონდეს რუსეთს გუნებაში, "ჩვენ კომუნიკაცია უნდა შევინარჩუნოთ".

დამატებითი $400 მილიონის იარაღი უკრაინას აშშ-სგან
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:03:21 0:00

Facebook Forum

XS
SM
MD
LG