ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთის გაფრთხილება ატომური ინციდენტის შესაძლებლობის თაობაზე


ხედი ზაპორიჟიის ატომურ ელექტროსადგურზე ქ. ნიკოპოლიდან. უკრაინა, 7 ნოემბერი, 2022 წ.
ხედი ზაპორიჟიის ატომურ ელექტროსადგურზე ქ. ნიკოპოლიდან. უკრაინა, 7 ნოემბერი, 2022 წ.

"როსატომი", რუსეთის ატომური ენერგიის სახელმწიფო სააგენტო გაფრთხილებას ავრცელებს. ორშაბათს გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, უქმეებზე განახლებული დაბომბვების გამო, ზაპორიჟიის ატომურ ელექტროსადგურზე ბირთვული ავარიის შესაძლებლობა არსებობს. ევროპის უდიდესი ატომური ელექტროსადგური უკრაინის ტერიტორიაზე მდებარეობს, მაგრამ მას ახლა კრემლი აკონტროლებს.

ახალ დაბომბვებში, ისევე როგორც უწინ, მოსკოვი და კიევი ერთმანეთს ადანაშაულებენ. რუსეთმა აღნიშნული ტერიტორია უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეჭრიდან მალევე, მარტში დაიპყრო და მას შემდეგ მთელ საწარმოს აკონტროლებს.

"სადგური ატომური ავარიის რისკის წინაშეა. ჩვენ მთელი ღამის მანძილზე მოლაპარაკებას ვაწარმოებდით გაეროს ატომური ენერგიის სააგენტოსთან" - აცხადებს "როსატომის" უფროსი აღმასრულებელი ოფიცერი ალექსეი ლიხაჩოვი. ინფორმაციას რუსეთის საინფორმაციო სააგენტო "ინტერფაქსი" ავრცელებს.

გაეროს სააგენტოს ხელმძღვანელი რაფაელ გროსი ამბობს, რომ ვინც არ უდა იყოს პასუხისმგებელი ატომური ელექტროსადგურის სიახლოვეს მომხდარ თავდასხმებზე, ეს უდიდესი რისკი და უამრავი ადამიანის სიცოცხლით თამაშია.

"ჩვენ გაგვიმართლა, რომ სერიოზული ბირთვული ინციდენტი არ მოხდა", - თქვა გროსიმ და განმარტა, რომ ამის შესაძლებლობა "ძალიან ახლოს" იყო და შემდეგ შემთხვევაში შესაძლოა, ასე აღარ "გაგვიმართლოს".

Facebook Forum

XS
SM
MD
LG