ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კვლავ უცნობია გააკონტროლებენ თუ არა რესპუბლიკელები წარმომადგენლთა პალატას


შუალედურ არჩევნებში, კალიფორნიაში, ორმა რესპუბლიკელმა კანდიდატმა, მიშელ სილმა და კენ კალვერტმა, ორშაბათს დემოკრატი კანდიდატების წინააღმდეგ გაიმარჯვა. ეს გამარჯვება, რესპუბლიკურ პარტიას წინსვლაში ეხმარება, წარმომადგენელტა პალატაზე კონტროლის მოსაპოვებლად.

ამ დრომდე არ არის ცნობილი კიდევ რამდენიმე კონკურენტული რბოლის შედეგი, რადგან იქ ხმების დათვლა ჯერ კიდევ მიმდინარეობს. საბოლოო შედეგის გამოცხადებას, მოიპოვეს თუ არა რესპუბლიკელებმა წარმომადგენელტა პალატაში უმრავლესობა, შესაძლოა კიდევ რამდენიმე დღე დასჭირდეს.

წარმომადგენელთა პალატის კონტროლისთვის, 218 მანდატია საჭირო. „AP”-ს გათვლით, რესპუბლიკელებს, ამ დროისთვის, 217 მანდატის მოპოვების შანსი აქვთ, დემოკარატებს, 205.

ზოგიერთი მთვლელით, მაგალითად, „როიტერის“ ბოლო განახლებით, ვაშონგტონის დროით 8:26 საათზე, წარმომადგენელთა პალატაში, რესპუბლიკურ პარტიას 215, დემოკრატიულ პარტიას კი 207 მანდატის მოპოვების შანსები აქვს.

ანალიტიკოსები ამბობენ, რესპუბლიკელები შეძლებენ მიაღწიონ პალატაში 218 მანდატს, ეს 21-ე საუკუნეში, მათ მიერ, ყველაზე მცირე უპირატესობით მოპოვებული უმრავლესობა იქნება. ანალიტიკოსები ასევე ფიქრობენ, რომ ეს ბევრად ჩამორჩება იმ აბსოლუტურ გამარჯვებას, რომელსაც რესპუბლიკური პარტია, წლევანდელი შუალედური არჩევნებისთვის პროგნოზირებდა. პარტია იმედოვნებდა, რომ კონტროლს სენატზეც მოიპოვებდა.

დემოკრატებს უკვე აქვთ კონტროლი სენატზე, 50 მანდატით. მომდევნო თვეში, 6 დეკემბერს ჯორჯიის შტატში მეორე ტური გაიმართება, რამაც პრეზიდენტის პარტიას, შესაძლა, სენატში დამატებით ერთი მანდატი მიანიჭოს.

XS
SM
MD
LG