ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბალი დიდი შვიდეულის სამიტს და მსოფლიო ლიდერებს მასპინძლობს


ამერიკის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ინდონეზიაში, დიდი შვიდეულის სამიტზე მსოფლიოს სხვა ლიდერებს შეხვდა. ინდონეზიაში მსოფლიოს ოცი უდიდესი ეკონომიკის მქონე ქვეყნის ლიდერთაგან 17 მთავრობის მეთაურია ჩასული. რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი შეხვედრას პირადად არ ესწრება, თუმცა ჯერ კიდევ გაურკვეველია, მიიღებს თუ არა ის სამიტში მონაწილეობას ვირტუალურად. სამიტს ონლაინ მიმართავს ვოლოდიმირ ზელენსკი მიუხედავად იმისა, რომ უკრაინა დიდი ოცეულის წევრი არაა.

თეთრი სახლის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანი ამბობს, რომ პრეზიდენტი ბაიდენი ამ სამიტს ხედავს, როგორც შესაძლებლობას, რომ მსოფლიოს უდიდესი ეკონომიკის ქვეყნების ლიდერებმა იმსჯელონ, როგორ გაუმკლავდნენ რუსეთის ომს უკრაინაში და ფოკუსირდნენ ისეთ პრაქტიკულ საკიტხებზეც, როგორებიცაა სურსათით უზრუნველყოფა, ენერგო-უსაფრთხოება და საერთაშორისო ვალებთან დაკავშირებული რეფორმა. სალივანს ჰკითხეს, კმაყოფილია თუ არა ბაიდენი მონაწილეთა საბოლოო სიით და იმით, რომ რუსეთის პრეზიდენტი სამიტს არ ესწრება.

"ვფიქრობ კმაყოფილი/უკმაყოფილო არ არის მთლად შესაბამისი გზა იმ საკითხზე სამსჯელოდ, გამოჩნდება თუ არა პრეზიდენტი პუტინი [სამიტზე]". სალივანმა ასევე არ უპასუხა შეკითხვას იმის თაობაზე, აპირებს თუ არა ჯო ბაიდენი შეხვედრის დატოვებას, თუკი პრეზიდენტი პუტინი მოულოდნელად ინდონეზიაში ჩავა. მისი თქმით, ეს ჰიპოთეტური დაშვებაა და პრეზიდენტის შესაძლო რეაქციაზე მსჯელობა არ ყოფილა.

ინდონეზიაში სამიტს არა მხოლოდ დასავლელი პირველი პირები ესწრებიან, არამედ ჩინეთის, იაპონიის, სამხრეთ კორეის, ინდოეთისა და სხვა ქვეყნების ლიდერებიც. სამიტის კოორდინაციაზე პასუხისმგებელმა მინისტრმა, რომელიც საზღვაო ურთიერტობებისა და ინვესტიციების მიმართულებას ხელმძღვანელობს, ლუჰუტ პანდჯაიტანმა თქვა, რომ მიმდინარე დისკუსიები ძალიან ნსასარგებლოა და განსაკუთრებით კარგია, რომ ამერიკისა და ჩინეთის ლიდერები სამიტს ესწრებიან.

ინდონეზიის პრეზიდენტი უკრაინაში რუსეთის მიერ წამოწყებული ომის შემდეგ რთულ ვითარებაში აღმოჩნდა. ის ამბობდა, რომ ვლადიმირ პუტინის მოწვევის გაუქმების შესაძლებლობა არ ჰქოდნა, თუმცა არსებობდა რისკი, რომ მსოფლიოს სხვა ლიდერები სამიტს ბოიკოტს გამოუცხადებდნენ. ერთგვარ შუალედურ ნაბიჯად სამიტზე ვოლოდიმირ ზელენსკის მიწვევა იქცა.

XS
SM
MD
LG