ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ისა და კანადის პირველი დიპლომატები ირანის რეჟიმის პასუხისმგებლობაზე საუბრობენ


აშშ-ის სახელმწიფო მდივანის ოფიციალური ვიზიტი კანადაში გრძელდება. კანადელ კოლეგასთან ხუთშაბათს გამართული შეხვედრისა და პრესკონფერენციის დროს, მხარეებმა ირანში მიმდინარე საპროტესტო დემონსტრაციებისადმი მხარდაჭერა გამოხატეს.

ირანი საპროტესტო ტალღამ, პოლიციის ზედამხედველობის ქვეშ ყოფნის დროს, ახალგაზრდა ქალის, მაჰსა ამინის გარდაცვალებას მოჰყვა. ამინი ირანის "მორალის პოლიციამ" ჰიჯაბის "არასათანადო" ტარების ბრალდებით დააკავა.

რას იღებს ირანი რუსეთისგან დრონების სანაცვლოდ?
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:06:11 0:00

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, კანადაში ვიზიტისას აღნიშნა, რომ კანადელ კოლეგასთან, ირანში არსებული ვითარება განიხილა. ენტონი ბლინკენი და მელანი ჯოლი ადასტურებენ, რომ ახალგაზრდა ქალის გარდაცვალებაზე, დემონსტრაციების ძალისმიერ დაშლასა და ადამიანის უფლებების დარღვევებზე პასუხისმგებლობა, ირანის რეჟიმს ეკისრება.

ჯოლიმ აღნიშნა, რომ ოტავა მიესალმება "ტირანიის წინააღმდეგ მებრძოლ ირანელებს და რომ კანადა იმ ირანელი ქალებისა და გოგონების გვერდით დგას, ვინც რეჟიმს არ ეპუება და უპირისპირდება."

ენტონი ბლინკენმა, ასევე მხარდაჭერა გამოუცხადა მელანი ჯოლისა და სხვა 11 ქალი საგაეო საქმეთა მინისტრის განცხადებას, სადაც ისინი ირანის რეპრესიულ რეჟიმს გმობენ. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ქალმა პირველმა დიპლომატებმა, ერთობლივი განცხადება გასულ კვირაში გაავრცელეს.

XS
SM
MD
LG