ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთში ბომბდამშენის კორპუსთან შეჯახების შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა


რუსული ბომბდამშენის კორპუსთან შეჯახების დროს დაღუპულთა რაოდენობა იზრდება, ბოლო ინფორმაციით დაღუპულია სულ ცოტა 13 ადამიანი. ადგილობრივი მედიის ცნობით, შეწყდა სამძებრო სამუშაოები. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით დაშავებულია 19 ადამიანი.

შემთხვევა რუსეთში, ქალაქ ეისკში, 18 ოქტომბერს გამთენიისას მოხდა. ვიდეო, რომელიც სამხედრო ახალი ამბების მაუწყებელ არხ „ზვეზდაზე“ გამოქვეყნდა აჩვენებს, რომ აალებული თვითმფრინავი საცხოვრებელ კორპუსს ეჯახება. არსებული ინფორმაციით სანამ თვითმფრინავი კორპუსს შეეჯახებოდა პილოტმა კატაპულტირება შეძლო.

რუსეთის სამთავრობო სააგენტო „რიას“ ინფორმაციით, ინციდენტი საწვრთნელი გაფრენის დროს მოხდა. სააგენტოს თქმით, თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ პილოტებმა აფრენისას გადასცეს, რომ ძრავს ცეცხლი გაუჩნდა. მოგვიანებით კი, საცხოვრებელ კორპუსთან შეჯახებასთან ერთად, საწვავის ავზი აალდა და აფეთქება გამოიწვია.

რუსეთის სახელმწიფო საგამოძიებო კომიტეტმა განაცხადა, რომ ინციდენტს იძიებენ. კრემლის თქმით, პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ინფორმირებულია და ხელისუფლება დაზარალებულებს დაეხმარება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG