ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კიევი აცხადებს, რომ რუსეთის ტყვეობიდან 108 ქალი გათავისუფლდა


უკრაინა აცხადებს, რომ რუსეთთან „ფართომასშტაბიანი“ ტყვეთა გაცვლა შედგა. ეს პირველი შემთხვევაა, რომლის დროსაც მხარეებმა ქალი ტყვეები გაცვალეს მას შემდეგ რაც რუსეთმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი დაიწყო.

ანდრი იერმაკმა, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა, პლატფორმა "ტელეგრამზე" განაცხადა, რომ გაცვლა 17 ოქტომბერს შედგა და უკრაინაში 108 ქალი დაბრუნდა. მისი თქმით, გათავისუფლებულები სამედიცინო შემოწმებას გაივლიან და შემდეგ სახლებში დაბრუნდებიან.

„დედები და ქალიშვილები დატყვევებულნი იყვნენ და ნათესავები მათ ელოდნენ“, - თქვა იერმაკმა.

გათავისუფლებულებს შორის 37 მარიუპოლში, აზოვსალის ალყის დროს დატყვევებული ქალია. ქალების უმეტესობა უკრაინის შეიარაღებული ძალების მსახურია. ნაწილი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის თქმით, ფართომასშტაბიან შეჭრამდე დააკავეს, "პრო-უკრაინული პოზიციების" გამო.

უკრაინულ მხარეს დეტალები იმაზე თუ ვისი გაცვლა მოხდა, უკრაინელ ტყვეთა ნაცლად, ამ დრომდე არ გაუმჟღავნებია.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG