ბრიტანული დაზვერვის ორშაბათ დილის მონაცემებით, რუსეთის შეიარაღებული ძალები სტრატეგიულად მნიშვნელოვან ქალაქ ბახმუტს უახლოვდებიან. აღმოსავლეთში მდებარე ქალაქისკენ რუსები ბოლო კვირის განმავლობაში 2 კმ-ით დაწინაურდნენ.
"რუსეთისთვის კვლავ ძლიერ პრიორიტეტულია დონბასის ცენტრალური სექტორი და მისი შეტევითი ოპერაციები ამ ტერიტორიაზე. განსაკუთრებით ქალაქ ბახმუტის სიახლოვეს", - ნათქვამია ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.
შაბათს გავრცელებულ ვიდეო მიმართვაში, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ უკრაინულ და რუსულ ძალებს შორის ბახმუტის მახლობლად მძიმე შეტაკებები მიმდინარეობს.
ბახმუტი ორ დიდ ქალაქს - სლოვიანსკსა და კრამატორსკს შორის გზაზე მდებარეობს. ორივე დონბასის რეგიონშია, რომელსაც მოსკოვი სრულად ვერ აკონტროლებს.