შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში აცხადებს, რომ ქვეყნის უსაფრთხოების გასაძლიერებლად, საქართველოს თავდაცვის სამინისტრტოს 11,5 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო ტვირთი გადასცა.
"დღეს საქართველოს თავდაცვის ძალებს, მათი შესაძლებლობების გასაძლიერებლად, 26 ტონა უსაფრთხოების დახმარება გადავეცით. ეს 11.5 მილიონი დოლარის ღირებულების აღჭურვილობა ერთ-ერთი გზაა, რომლითაც ამერიკის მთავრობა მხარს უჭერს თავის სტრატეგიულ პარტნიორ საქართველოს", ნათქვამია საელჩოს მიერ "ფეისბუქზე" გამოქვეყნებულ განცხადებაში.