საფრანგეთის პრეზიდენტი ამბობს, რომ რუსეთის მიერ ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაციის გამოცხადება „შეცდომაა“ და რუსეთის კიდევ უფრო მეტად იზოლირებას გამოწვევს.
„მისი [პუტინის] გადაწყვეტილება რუსი ხალხისთვის, ახალგაზრდებისთვის ცუდი ამბავია და მისი ქვეყნის იზოლაციას კიდევ უფრო გაზრდის“ - განაცხადა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე, ნიუ-იორკში მყოფმა ემანუელ მაკრონმა.
ვლადიმირ პუტინის განცხადების შემდეგ, მაკრონი ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს წარმომადგენლებს შეხვდა და თქვა, რომ მსოფლიოს ბირთვულმა ძალებმა, ახლა განსაკუთრებული პასუხისმგებლობით უნდა იმოქმედოს.
ვლადიმირ პუტინმა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პირველად, დღეს რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაციის შესახებ ბრძანება გასცა და მხარი დაუჭირა უკრაინის ტერიტორიების ანექსიის გეგმას. ამასთან, პუტინმა დასავლეთი გააფრთხილა, რომ ფანდი არ იყო, როცა მან თქვა, რომ რუსეთის დასაცავად, მზად იყო ბირთვული იარაღი გამოეყენებინა.