ბრიტანეთის ყოფილი ფინანასთა მინისტრი, რიში სუნაკი, ერთ-ერთი იქნება მათ შორის, ვინც ქვეყნის პრემიერ-მინისტრობისთვის იბძროლებს.
რამდენიმე დღის წინ, ბორის ჯონსონი იძულებული გახდა თანამდებობა დაეტოვებინა. ჯონსონმა გადწყვეტილება საკუთარი მთავრობის კაბინეტის წევრების დიდი ნაწილის გადადგომისა და პარტიის მხრიდან, აქტიური მოთხოვნის შემდეგ მიიღო. კოლეგებისგან ზეწოლა კი სკანდალების სერიამ გამოიწვია, რომელიც ბორის ჯონსონის სახელს უკავშირდებოდა.
"კონსერვატიული", ბრიტანეთის ამჟამინდელი მმართველი პარტიის 11 კანდიდატი ახლა ცდილობს პარტიის ლიდერი გახდეს და ბორის ჯონსონი შეცვალოს.
ვინ გადავა შემდეგ ეტაპზე და ვინ მიიღებს კენჭისყრაში მონაწილეობას, ეს ოთხშაბათს გახდება ცნობილი. თუმცა იქამდე, სამშაბათს, კანდიდატებმა 358 წევრისგან შემდგარ პარტიაში, ნომინაცია 20 წევრისგან მაინც უნდა მიიღონ.
პირველობისთვის რბოლაში, ამ დროისთვის პირველ ადგილს ტრანსპორტის მინისტრი, გრანტ შაფსი იკავებს, რომელმაც უკან ჩამოიტოვა ფინანსთა ყოფილი მინისტრი სუნაკი. სწორედ სუნაკის გადადგომამ მისცა ბიძგი დანარჩენ მინისტრებს, რომ გადადმგარიყვნენ და იძულებული გაეხადათ ჯონსონი, თავადაც გადამდგარიყო.