ავსტრალიის საგარეო საქმეთა მინისტრი პენი უონგი ამბობს, რომ ქვეყნებმა, რომლებსაც რუსეთზე გავლენის მოხდენა შეუძლიათ, ეს გავლენა უკრაინაში ომის დასასრულებლად უნდა გამოიყენონ.
საგარეო საქმეთა მინისტრმა უკრაინაში რუსეთის შეჭრაზე საუბრისას თქვა, რომ ეს იყო არაპროვოცირებული, უკანონო, ამორალური და არაჰუმანური. უონგის თქმით, ჩინეთმა, რომელსაც რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრა არ დაუგმია, ამ კონფლიქტის დასრულება უნდა სცადოს.
"მისი გავლენის სამხედრო ძლიერების მიღმა გასავრცელებლად ჩინეთმა უნდა გამოიყენოს მისი ძალა შეზღუდულად და ლეგიტიმურად. ახლა რეგიონი და მსოფლიო აკვირდება პეკინის ქმედებებს უკრაინასთან დაკავშირებით", - თქვა ავსტრალიის პირველმა დიპლომატმა. ეს განცხადებები მინისტრმა სინგაპუტში სტრატეგიული კვლევების საერთაშორისო ინსტიტუტში ვიზიტისას გააკეთა. ავსტრალიას რუსი ოფიციალური პირებისთვის, მათ შორის პოლიტიკოსებისა და სამხედრო ლიდერებისთვის სანქცები აქვს დაწესებული.
უონგმა ასევე უთხრა ჟურნალისტებს, რომ ავსტრალიის ახალი ცენტრისტულ-მემარცხენე ადმინისტრაცია რეგიონულ პარტნიორებს კლიმატის ცვლილების თოაბაზე მეტ მუშაობას ჰპირდება.
ავსტრალიისა და ჩინეთის ურთიერთობა ბოლო წლებში კიდევ უფრო გაუარესდა. არსებობს უთანხმოება ადამიანის უფლებების საკითხზე, ჰონგ-კონგში დემოკრატიის და სამხრეთ ჩინეის ზღვაში პეკინის ტერიტორიული ამბიციების შესახებ. ზოგიერთი ანალიტიკოსის აზრით, ავსტრალიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებები იყო კიდევ ერთი მცდელობა გამოინახოს საერთო ენა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის რეგიონში ჩინეთთან დაკავშირებით.