ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთი დონბასის დაბომბვას აძლიერებს


სამშაბათს რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში სლოვიანსკის „მასობრივი დაბომბვა“ წამოიწყო. ამის შესახებ განცხადება ქალაქის მერმა გააკეთა. მისი თქმით, რუსულმა ჯარმა დონეცკის რეგიონში შეტევები მას შემდეგ წამოიწყო, რაც მეზობელ ლუჰანსკის პროვინციაზე კონტროლი დააწესეს.

უკრაინული ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში მერმა ვადიმ ლიახმა მოსახლეობას ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა, თუმცა რამდენიმე საათის შემდეგ მან პოზიცია შეცვალა და ქალაქის მცხოვრებლებს თავშესაფრებში გადასვლა სთხოვა. ოთხი თვის წინ, სანამ რუსეთი უკრაინაში ხელმეორედ შეიჭრებოდა, დონეცკის მოსახლეობა, დაახლოებით, 107 000 იყო.

„ქალაქს არტილერია უკვე ურტყამს“, თქვა მერმა და დასძინა, რომ ორშაბათს რუსული დაბომბვის შედეგად 40 სახლი განადგურდა. „ფეისბუქზე“ გამოქვეყნებულ პოსტში ლიახმა ასევე აღნიშნა, რომ ერთი ადამიანი დაიღუპა და შვიდი დაიჭრა ქალაქის ცენტრალურ ბაზარში სამშაბათს ბომბის ჩამოვარდნის შედეგად.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ორშაბათს განაცხადა, რომ მისმა არმიამ კონტროლი დაამყარა სლოვიანსკსა და ბახმუტზე. ამით უკრაინული ძალებისთვის მომარაგების მნიშვნელოვანი მარშრუტი რუსეთის არტილერიის რადიუსში მოექცა. რუსული არმია დონეცკის სრული ტერიტორიის დაპყრობას აპირებს.

XS
SM
MD
LG