რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამერიკული მედია გამოცემების ხელმძღვანელები მომავალ ორშაბათს შეხვედრაზე დაიბარა. საუბარი შედგება ქვეყანაში გამკაცრებული ზომების შესახებ, რაც მოსკოვის განცხადებით, პასუხია ვაშინგტონის მიერ რუსული მედიის შეზღუდვაზე.
„თუ შეერთებულ შტატებში რუსული მედიის - ოპერატორების და ჟურნალისტების სამუშაო - ნორმალიზებული არ იქნება, უფრო მკაცრი ზომების მიღება გარდაუვალია“, - თქვა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ.
„ამ მიზნით, ორშაბათს 6 ივნისს, ამერიკული გამოცემების მოსკოვის ოფისების ხელმძღვანელებს ვიწვევთ საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესცენტრში, რომ ავუხსნათ მათ, მედიის სფეროში მათი მთავრობის მტრული ხაზის [გატარების] შედეგები“, - დაუმატა მან.
რუსეთი დასავლეთის ქვეყნებს ბრალს დებს არასამართლიანი შეზღუდვების დაწესების გამო საზღვარგარეთ, მათ შორის სახელმწიფოსთან დაახლოებული მედია გამოცემებისთვის. კანონმდებლებმა გასულ თვეში მიიღეს კანონი, რომელიც პროკურატურას აძლევს უფლებასა, დახურონ უცხო ქვეყნის მედიების ოფისები, თუ ეს ქვეყანა რუსეთისადმი „არამეგობრულია“.
უკრაინაში შეჭრის შემდეგ, რუსეთი ზღუდავს მედია საქმიანობას. მოსკოვმა 15-წლიანი სასჯელი დააწესა „ცრუ“ ამბების გავრცელებისთვის.
Facebook Forum