ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბაიდენი აზიაში ვიზიტისას ტაივანის დაცვის პირობას დებს


ამერიკის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აზიაში იმყოფება. მან ორშაბათს თქვა, რომ ამერიკა ტაივანის დასაცავად ძალასაც გამოიყენებს. ეს ერთ-ერთი იყო ჩინეთის წინააღმდეგ კრიტიკული კომენტარების სერიიდან. თუმცა თეთრი სახლის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ამერიკის პოლიტიკა კუნძულის მიმართ არ შეცვლილა.

ბაიდენმა ეს განცხადებები პრეზიდენტის პოსტის დაკავებიდან იაპონიაში პირველი ვიზიტისას გააკეთა. ზოგიერთი შეხედულებით, ეს ტაივანთან დაკავშირებით აქამდე არსებულ ორაზროვნებას ასრულებს და პოლიტიკის ცვლილებასაც ნიშნავს. შეკითხვა ამის შესახებ ჯო ბაიდენს იაპონიის ლიდერთან ერთად გამართული პრესკონფერენციისას დაუსვეს: დაიცავს თუ არა ამერიკა ტაივანს თავდასხმის შემთხვევაში. პრეზიდენტმა უპასუხა:
"დიახ, ეს არის პირობა, რომელიც დავდეთ".

ჩინეთი კუნძულს საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევს "ერთი ჩინეთის" ფარგლებში და ამბობს, რომ ეს ყველაზე სენსიტიური და მნიშვნელოვანი საკითხია ვაშინგტონთან ურთიერთობაში.

"ჩვენ ვეთანხმეებით "ერთი ჩინეთის" პოლიტიკას. ჩვენ ამას ხელს ვაწერთ და მისით განსაზღვრულ ყველა ვალდებულებას. მაგრამ იდეა, რომ ის შეიძლება ძალით აიღონ, შეუფერებელია", - თქვა მან და დასძინა, რომ ის არ ელის, რომ ასეთი რამ მოხდება.

XS
SM
MD
LG