ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბრიტანეთი პუტინის ოჯახს სანქციებს უწესებს


ლონდონმა დღეს განაცხადა, რომ მისი უკანასკნელი სანქციების რაუნდი რუსეთის წინააღმდეგ, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის ახლო ფინანსურ ქსელს მოიცავს, მათ შორის მის ყოფილ ცოლს და ნათესავებს.

„ჩვენ ვააშკარავებთ და სამიზნეში ვიღებთ ბნელ ქსელს, რომელიც პუტინის მდიდრული ცხოვრების წესს უწყობს ხელს“, - აცხადებს გაერთიანებული სამეფოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი ლიზ ტრასი.

იმ 12 პირს შორის, რომლებსაც დასავლელმა მოკავშირეებმა სანქციები დაუწესეს, პუტინის ყოფილი ცოლი ლიუდმილა ორჩერეტნაია და რამდენიმე მისი ნათესავი შედის, რომლებსაც რუსულ ენერგოგიგანტ "გაზპრომში" მნიშვნელოვანი თანამდებობები უკავიათ. სანქციები მათი აქტივების გაყინვას და სამოგზაურო აკრძალვებს ითვალისწინებს.

„ჩვენ გავაგრძელებთ სანქციების დაწესებას მათზე, ვინც ეხმარება და ხელს უწყობს პუტინის აგრესიას, ვიდრე უკრაინა გაიმარჯვებს“, - განაცხადა ლიზ ტრასმა.

დასავლელ მოკავშირეებთან ერთად, გაერთიანებულმა სამეფომ სანქციები დაუწესა ასობით რუს ოლიგარქს. რუსეთის უკრაინაში განმეორებით შეჭრის პასუხად, სანქცირებულია ასევე სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ინდუსტრიული და ფინანსური ინსტიტუტები თუ კომპანიები.

XS
SM
MD
LG