ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კრემლი უარს ამბობს თქვას, მოუხადა თუ არა ბოდიში პუტინმა ბენეტს


ისრაელის პრემიერ-მინისტრი ნაფტალი ბენეტი და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი
ისრაელის პრემიერ-მინისტრი ნაფტალი ბენეტი და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი

პარასკევს კრემლმა უარი განაცხადა ეპასუხა კითხვაზე მოუხადა თუ არა პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ნაფტალი ბენეტს ბოდიში, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადების გამო.

სერგეი ლავროვმა იტალიურ არხ „რეტე 4-სთან“ ინტერვიუს დროს უკრაინის „დენაციფიკაციაზე“ ისაუბრა და თქვა, რომ ის, რომ პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ებრაელია არაფერს ნიშნავს, რადგან ადოლფ ჰიტლერსაც ებრაული წარმოშობა ჰქონდა.

ისრაელმა ლავროვის განცხადება მკაცრად გააკრიტიკა და მას "უპატიებელი" სიცრუე უწოდა, რომელიც მინიმუმამდე აკნინებს ნაცისტური გერმანიის მიერ წარმოებული ჰოლოკოსტის საშინელებას.

ბენეტმა ხუთშაბათს განაცხადა, რომ პუტინმა მას ბოდიში მოუხადა ლავროვის განცხადების გამო. სატელეფონო საუბრის შემდეგ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ მან პუტინის ბოდიში მიიღო და რუსეთის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა „განმარტებისთვის“, რომ ის ებრაელ ხალხს პატივს სცემს.

XS
SM
MD
LG