ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კიევმა ფორმალურად დახურა რუსეთის მიერ დაპყრობილი პორტები


უკრაინის მთავრობამ ფორმალურად დახურა შავი და აზოვის ზღვების 4 პორტი. საუბარია პორტებზე, რომლებიც რუსეთმა დაიპყრო. განცხადება ორშაბათს უკრაინის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ გაავრცელა.

"კონტროლის აღდგენამდე" აზოვის ზღვის 3 პორტი დაიხურა: მარიუპოლის, ბერდიანსკის და შკადოვსკის. შავ ზღვაზე კი განკარგულება ხერსონის პორტს შეეხო.

"რუსეთს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის სრულად დაბლოკვა აქვს განზარხული", - ნათქვამია განცხადებაში. უკრაინა ომამდე მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მწარმოებელი სახელმწიფო იყო. ექსპორტის უმეტეს ნაწილს ის საზღვაო პორტების საშუალებით ახორციელებდა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადების მიხედვით, "ამ ზომის მიღება გამოწვეულია იმ გემების და მგზავრების მომსახურების შესაძლებლობის არქონით, რომელთაც ტვირთი გადააქვთ, იქნება ეს სატრანსპორტო თუ სხვა ეკონომიკური ოპერაცია, რომელსაც უსაფრთხოების და ნავიგაციის შესაბამისი დონის უზრუნველყოფა ესაჭიროება" - ამბობს განცხადება.

რუსეთი უკრაინაში ინტერვენციას დღემდე "სპეციალურ ოპერაციას" უწოდებს, რომლის მიზანიც მეზობელი ქვეყნის "დენაციფიკაციაა". თუმცა, უკრაინა, დასავლეთი და მსოფლიოს უმეტესი ნაწილი ამ ომს არაპროვოცირებულ, გაუმართლებელ აგრესიის აქტად თვლის.

XS
SM
MD
LG