ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პუტინმა ჯარში 134 000-ზე მეტი წვევამდელი გაიწვია


რუსეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის მიხედვითაც რუსულ ჯარში 134 500 წვევამდელია გაწვეული. საუბარია 18-დან 27 წლამდე პირებზე, რომლებსაც სამხედრო სამსახური გავლილი არ აქვთ. როგორც კრემლში ამბობენ, ეს დაგეგმილი საგაზაფხულო სამხედრო გაწვევაა და მას არანაირი კავშირი არ აქვს უკრაინაში რუსეთის მიერ განახლებულ ინტერვენციასთან.

კრემლი უარყოფს, თუმცა ფაქტები სხვას მიუთითებს. უკრაინაში წვევამდელები რამდენიმე თვიანი მომზადების შემდეგ დააფიქსირეს. პუტინმა ეს უკანასკნელი ფაქტი რამდენიმე გამოსვლის დროს უარყო და თქვა, რომ უკრაინაში მხოლოდ გამოცდილი, „პროფესიონალი“ მებრძოლები არიან გაგზავნილი. თავდაცვის სამინისტრომ 9 მარტს, უკრაინაში წვევამდელების ყოფნა დაადასტურა და ფაქტზე გამოძიებაც დაიწყო.

როგორც კრემლში ამბობენ, ახლა გამოძიება ცდილობს დაადგინოს ვისი ბრძანების საფუძველზე მოხდა წვევამდელთა ნაწილის უკრაინაში გაგზავნა. პუტინის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ პრეზიდენტის სურვილია ამ გადაწყვეტილების მიმღები პირები მკაცრად დაისაჯონ.

საგაზაფხულო გაწვევა 1 აპრილს დაიწყება და 15 ივლისამდე გაგრძელდება, ნათქვამია პუტინის ბრძანებაში.

„სამხედრო პერსონალის უმეტესობა სამიდან ხუთ თვემდე გაივლის პროფესიულ მომზადებას სასწავლო ცენტრებში. ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ახალწვეულები არ გაიგზავნებიან ცხელ წერტილებში,“- თქვა რუსეთის თავდაცვის მინისტრმა შოიგუმ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG