ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

WFP: უკრაინაში საკვების მარაგი იწურება


მსოფლიოს სასურსათო პროგრამის ინფორმაციით, უკრაინაში ყოველდღიურად მცირდება საკვების მარაგი და მოსახლეობას სულ უფრო უჭირს მიიღოს საჭირო პროდუქტები. ორგანიზაციის შეფასებით, საკვების მარაგი ქვეყენაში უკიდურესად დაბალ ნიშნულზეა დასული, განსაკუთრებით რთული ვითარება ამ მხრივ ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილშია.

44 მილიონიანი ქვეყნის, 45 პროცენტს საკვებთან დაკავშირებული პრობლემები აქვთ, განმარტავს ორგანიზაცია.

„დღეს, უკრაინაში 5 ადამიანიდან 1 უკვე იყენებს საკვების დაძველების ზოგიერთ სტრატეგიას. ადამიანები ამცირებენ საკვების პორციებს, საკვების რაოდენობას. მოზრდილები საკუთარი თავის ხარჯზე კვებავენ ბავშვებს,“- ამბობს ორგანიზაციის სპიკერი ტომსონ ფირი.

"უნისეფის" შეფასებით, ამ დროისთვის უკრაინაში 4.3 მილიონი ბავშვი იძულებით გადაადგილებული პირია. რაც ქვეყნის ბავშვთა სრული რაოდენობის ნახევარზე მეტია. გაეროს ადამიანის უფლებათა კომისრის ინფორმაციით, ომის დროს სულ ცოტა 78 ბავშვი დაიღუპა, დაბომბილია სახლები, სამოქალაქო ინფრასტრუქტურა აეროპორტები და ხიდები.

WFP-ში გამარტავენ, რომ უკრაინაში სუპერმარკეტები ცარიელია, საწყობებში მარაგი აღარ მოიძებნება, ორგანიზაციის შეფასებით ყველაზე რთული ვითარება ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილშია, ქალაქ მარიუპოლში, სადაც ჰუმანიტარული დახმარების შეტანას რუსი სამხედროები აბრკოლებენ. ქალაქის 80 პროცენტი კი სრულად განადგურებულია.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG