უკრაინაში კიდევ ერთი ამერიკელი ჟურნალისტი დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ „ფოქს ნიუსი“ ავრცელებს. არხის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ პიერ ზაკრჟევსკი კიევთან ახლოს მოკლეს, მაშინ როცა მანქანას, სადაც ის იმყოფებოდა ცეცხლი გაუხსნეს. უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსი სამხედროების მიერ გახსნილი ცეცხლის შედეგად, დაიღუპა ზაკრჟევსკისთან ერთად მყოფი უკრაინელი ჟურნალისტი, ალექსანდრა კუვშინოვა.
ზაკრჟევსკი უკრაინაში რუსეთის ინტერვენციას ჟურნალისტ ბენჯამი ჰოლთან ერთად აშუქებდა. ჰოლი დაიჭრა და სავადმყოფოში იქნა გადაყვანილი. უკრაინული მედიის ცნობით, მას რამდენიმე ოპერაცია ჩაუტარდა და საჭირო გახდა ფეხის ნაწილის ამპუტაცია.
„ის იყო ლეგენდა ჩვენი არხისთვის. წლების განმავლობაში მუშაობდა ჩვენთვის და აშუქებდა სირიისა და ერაყის ამბებს. ის იყო კარგი პროფესიონალი და მეგობარი. ვუსამძიმრებთ მის მეუღლეს მიშელს და მის მთელ ოჯახს. ის მხოლოდ 55 წლის იყო და ჩვენ ის უკვე გვენატრება,“- თქვა ტელეწამყვანმა მაშინ როცა კოლეგის დაღუპვის შესახებ პირდაპირ ეთერში ინფორმაცია წაიკითხა.
ამ კვირაში კიევის მახლობლად ირპინის დასახლებაში კიდევ ერთი ჟურნალისტი დაიღუპა. ბრენტ რენო რომელიც გამოცემა „თაიმსისთვის“ მუშაობდა მანქანაში ჩაცხრილეს.
თავდაპირველად ცნობილი გხდა, რომ ბრენტ რენო "ნიუ-იორკ თაიმსისთვის" მუშაობდა თუმცა შემდეგ გაირკვა, რომ ის გამოცემის კონტრიბუტორი იყო და საშვი რომელიც მას თან ჰქონდა ვადაგასული იყო.
მასთან ერთად იმყოფებოდა კიდევ ერთი ჟურნალისტი ხუან არედონდო, რომელის შემთხვევის დროს დაშავდა. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს და ექიმები მის მდგომარეობას სტაბილურად აფასებენ.
Facebook Forum