ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მხარდაჭერა, რომელსაც უკრაინა დასავლეთისგან იღებს


2014 წელს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ, ნატომ აღმოსავლეთ ფლანგზე არსებითად გაზარდა ალიანსის თავდაცვისუნარიანობა. 8 წლის განმავლობაში ნატომ ოთხი მრავალეროვნული საბრძოლო ჯგუფი დაარსა ესტონეთში, ლატვიაში, ლიეტუვასა და პოლონეთში.

ნატომ გააფართოვა საჰაერო პატრულირების შესაძლებლობები ბალტიისპირეთის ქვეყნებში, რათა სამხედრო ალიანსმა შეაჩეროს რუსული თვითმფრინავები, რომლებიც ხშირად არღვევენ ნატოს წევრი ქვეყნების საჰაერო სივრცეს.

Ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის ხელშეკრულების ორგანიზაცია, ნატო,კვლავ ინარჩუნებს მისი ქარტიის მეხუთე მუხლით გათვალისწინებული კოლექტიური თავდაცვის პრინციპს, რაც ნიშნავს, რომ ერთ წევრ ქვეყანაზე თავდასხმა ყველა წევრზე თავდასხმა არის. ორგანიზაციის გაძლიერებაში კი ნატოს წევრი ყველა ქვეყანა გასცემს საჭირო რესურსებს.

უკრაინა ნატოს წევრი სახელმწიფო არ არის, მაგრამ პარტნიორის სტატუსის მატარებელია 2008 წლის შემდეგ, როცა ნატოს უკრაინამ წევრობის სამოქმედო გეგმის მიღების თხოვნით მიმართა.

ის, რომ საქართველო და უკრაინა ნატოს წევრი ქვეყნები გახდებიან, ამას ადასტურებს ბუქარესტის ნატოს სამიტზე მიღებული გადაწყვეტილება, სადაც მკაფიოდ წერია, რომ საქართველოც და უკრაინაც სამხედრო ალიანსის წევრები იქნებიან.

ახლა კი რუსეთი ცდილობს მიიღოს გარანტია, რომ ეს არასდროს მოხდება და ნატო უკრაინასა და საქართველოს გაწევრიანებაზე უარს იტყვის. მოსკოვი მოითხოვს, რომ 2008 წლის ნატოს ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილება შეიცვალოს. კრემლის პოზიციას ვაშინგტონსა და ბრიუსელში არ იზიარებენ.

მონაწილე ქვეყნები ნატოს თითოეული საბრძოლო ჯგუფისთვის

იმის გამო, რომ რუსეთმა უკრაინის საზღვართან 130 000-ზე მეტი სამხედროს მობილიზება მოახდინა და ზრდის შეიარაღებას, ნატოს წევრი ქვეყნები კიევს დახმარებას უწევენ.

პარალელურად ამერიკისა და ევროკავშირის ლიდერები ცდილობენ, შექმნილი რთული ვითარება დიპლომატიური გზებით გადაჭრან. თუმცა არჩევანი კრემლზეა.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინის საზღვართან ახლოს

როგორ უჭერს მხარს ნატო და ევროკავშირი უკრაინას:

ევროკავშირი უკრაინის მხარდასაჭერად, 2014 წლიდან მოყოლებული გასცემს ფინანსურ დახმარებას. 2022 წლის თებერვალში ცნობილი გახდა, რომ უკრაინა დამატებით მიიღებს 1.35 მილიარდ ამერიკულ დოლარს (1.2 მილიარდი ევრო), რათა ქვეყანა შექმნილ ვითარებას გაუმკლავდეს.

კანადა

უკრაინა დახმარებას მიიღებს კანადისგანაც. ოტავამ უკვე მიიღო გადაწყვეტილება, რომ კიევს 340 მილიონი ამერიკული დოლარის ოდენობის დახმარება დაუყონებლივ გაუწიოს.

აშშ

ამერიკამ უკრაინას ბოლო კვირების განმავლობაში 700 მილიონ ამერიკულ დოლარზე მეტი სამხედრო დახმარება გაუწია. ბოლო 8 წლის განმავლობაში

კი კიევმა ვაშინგტონისგან, საერთო ჯამში, 2.7 მილიარდ ამერიკულ დოლარზე მეტი დახმარება მიიღო.

მზარდი დაძაბულობის ფონზე, პენტაგონმა გერმანიიდან პოლონეთში 2 000 სამხედრო მოსამსახურე გადაიყვანა. რუმინეთში კი 1 000 სამხედრო მოსამსახურე და შეიარაღება. არსებობს მოლოდინი, რომ პოლონეთში დამატებით 3 000 ამერიკელი სამხედრო გაიგზავნება, განცხადება ამის შესახებ პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა პარასკევს გააკეთა.

დანია

დანიამ ლატვიაში ნატოს ხანგრძლივი მისიის ფარგლებში ოთხი F16-ი ტიპის მოიერიშე გაგზავნა.

ლატვია ლიეტუვა

ლატვია და ლიეტუვა უკრაინაში გზავნიან საზენიტო რაკეტებს. მათი ნაწილი კიევმა უკვე მიიღო. ბალტიისპირეთის ქვეყნები უკრაინას ამერიკულ შეიარაღებას ვაშინგტონის თანხმობით აძლევენ.

ნიდერლანდები

ნიდერლანდები ბულგარეთში გზავნის ორ, F35-ი ტიპის საბრძოლო თვითმფრინავს. პარალელურად რეგიონში გზავნის სამხედრო გემსაც, რათა ხელი შეუწყოს ნატოს საჰაერო საჭიროებებს რეგიონში.

ესპანეთი

ნატოს აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერებაში აქტიურად არის ჩართული ესპანეთიც. მადრიდმა უკვე გაგზავნა ბულგარეთში სამხედრო გემი, უახლოეს პერიოდში კი გეგმავს საბრძოლო თვითმფრინავების გაგზავნას.

ესტონეთი

ესტონეთი, ვაშინგტონის თანხმობით უკრაინას ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებს, “ჯაველინებს” აწვდის.

თურქეთი

თურქეთმა უკრაინაში ტანკსაწინააღმდეგო დრონები გაგზავნა.

დიდი ბრიტანეთი

უკრაინასსამხედრო დახმარებას უგზავნის დიდი ბრიტანეთიც. უკრაინული ჯარისთვის გაერთიანებულმა სამეფომ უკვე გააგზავნა ტანსკსაწინააღმდეგო ჭურვები.

გერმანია

გერმანია საველე ჰოსპიტალს გზავნის ესტონეთში, ხოლო ლიტვაში 350 სამხედროს განათავსებს.

პოლონეთი

პოლონეთმა უკვე გადაწყვიტა, რომ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს საჰაერო თავდაცვისთვის საჭირო იარაღს და თვითმფრინავებს გადასცემს.

ჩეხეთი

ჩეხეთმა კიევს საარტილერიო ჭურვები გადასცა.

რას ამბობენ ევროპელები რუსეთის უკრაინაში შესაძლო შეჭრის შესახებ?

მიუხედავად იმისა, რომ არსებობდა მოლოდინი, რომ კონფლიქტი უკრაინაში ევროპული სახელმწლიფოების ერთობას კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებდა, 2022 წლის იანვარში ევროპული საბჭოს განცხადება ცხადყოფს, რომ ევროპა ერთიანია. ევროპაში მიაჩნიათ, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრა სერიოზულ გავლენას იქონიებს სხვადასხვა მიმართულებით, იქნება ეს ენერგეტიკა, თუ მიგრაცია.

ვინ უნდა დაიცვას უკრაინა თუ რუსეთი შეიჭრება?

ECFR-ის მიერ ჩატარებული კვლევა, აჩვენებს, რომ პოლონელების გარდა ყველა ქვეყანაში ფიქრობენ, რომ უკრაინის დაცვას ყველაზე მეტად ნატო შეძლებს.

უკრაინა ომის ზღვარზე - რას ფიქრობენ ამერიკელები?
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:01:58 0:00

რას ამბობენ რუსები

ლევადა ცენტრის მიერ 2021 წლის აპრილში ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ რუს ახალგაზრდებში, ომის მცირე ენთუზიამი არსებობს. სამხედრო მოქმედებების შემთხვევაში, ომში ბრძოლა ყველაზე პოპულარული ხანდაზმულ ჯგუფებშია. ეს შეხედულება გაცილებით ნაკლებად პოპულარულია ახალგაზრდა ჯგუფებში.

რას ფიქრობენ უკრაინელები

ბევრი უკრაინელი ფიქრობს, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრამდე მათ ქვეყანას ასუსტებს და ამისთვის კრემლი საბჭოთა ტაქტიკას მიმართავს, რაც ეკონომიკის დესტაბილიზაციას, სამოქალაქო არეულობებს, ცილისმწამებლურ კამპანიებს, ტერორს და კიბერშეტევებს მოიცავს.

მაშინ როცა, დასავლეთში ამბობენ, რომ მოსკოვი უკრაინაში ომისთვის მზად არის, კრემლში აცხადებენ, რომ ეს „პანიკაა“ და რუსეთი ომის დაწყებას არ გეგმავს.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG