ამერიკა და ნატო უკრაინის კრიზისის დიპლომატიური გზით მოგვარებას კვლავ ცდილობენ. მათ მოსკოვს ულტიმატუმებზე პასუხი ოთხშაბათს მიაწოდეს. პარალელურად, ბაიდენი მზადაა სანქციები პირადად პუტინს დაუწესოს. ასევე მზადყოფნაშია 8500 ჯარისკაცი, რომლებსაც საჭიროებისამებრ, აღმოსავლეთ ევროპაში სწრაფად გადაისვრიან.