ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბურკინა-ფასოს ხუნტა პოლიტიკოსებს გარდამავალი პერიოდის შესახებ აფრთხილებს


ბურკინა-ფასოში გადატრიალება მოხდა. ხუნტამ მთავრობის სათავეები აიღო ხელში, ხოლო ყოფილ მინისტრებსა და მთვარობის წევრებს აფრთხილებს, რომ არ დატოვონ დედაქალაქი და არ გაუწიონ წინააღმდეგობა მათ სამხედრო ოფიცრებს.

ოფიცრებმა, რომლებიც საკუთარ თავს "უსაფრთხოებისა და აღდგენის პატრიორულ მოძრაობას" (MPSR) უწოდებენ, პრეზიდენტი როჩ კაბორე ორშაბათს ჩამოაგდეს. მათი აზრით, ყოფილმა პრეზიდენტმა ვერ უზრუნველყო, რომ ისლამისტი მებრძოლებისგან წამოსული აგრესია შეემცირებინა.

სამხედრო ხუნტის წევრებმა თქვეს, რომ ისინი "გონივრული დროის ფარგლებში" გამოაცხადებენ თარიღს, ქვეყანაში კონსტიტუციური წესრიგის დასაბრუნებლად.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ხუნტის ლიდერი, ლეიტენანტი ჰენრი-პოლ დამიდა, კაბორეს მთავრობის წევრებს შეხვდა და მათ მოსთხოვა, რომ არ დატოვონ ქვეყანა და არ გაუწიონ წინააღმდეგობა ხუნტის წევრებს. თუმცა, იქვე დასძინა, რომ ის მზადაა მოისმინოს წინა მთავრობის წევრების აზრები და გაიზიაროს მათი დახმარება ქვეყანაში გარდამავალ პერიოდთან დაკავშირებით.

XS
SM
MD
LG