ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ასანჟის საცოლე: „ვიბრძოლებთ სანამ ჯულიანი არ გათავისუფლდება“


„არ შეცდეთ, ჩვენ დღეს გავიმარჯვეთ სასამართლოში“, ასე გამოეხმაურნენ ჯულიან ასანჟის მხარდამჭერები და ოჯახის წევრები ბრიტანული სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც მოასამართლემ ასანჟის ადვოკატებს საშუალება მისცა გაასაჩივრონ ექსტრადაციის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე მიღებული გადწყვეტილება უზენაეს სასამართლოში.

ასანჟი, რომელის ექსტრადირებაც ამერიკის შეერთებულ შტატებში იგეგმება, ახლა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების მოლოდინშია, მიიღებს თუ არა მის საქმეს წარმოებაში სასამართლო. თუმცა მანამ სანამ სასამართლოს გადაწყვეტილება გახდება ცნობილი, ასანჟის საცოლე სტელა მორისი ამბობს, რომ ეს გამარჯვებაა და ასნჟი ლონდონის ციხეში რჩება.

„არ შეცდეთ, დღეს ჩვენ გავიმარჯვეთ სასამართლოში. ჩვენ ვიბრძოლებთ, სანამ ჯულიანი არ გათავისუფლდება“, ამბობს სტელა მორისი.

უზენაეს სასამართლოს საშუალოდ 8 კვირა ჭირდება იმის გადასაწყვეტად მიიღებს თუ არა ამა თუ იმ საქმეს წარმოებაში. ინფორმაცია საქმის წარმოების და ვადების შესახებ ბრიტანეთის უზენაესი სასამართლოს ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

მანამ სანამ სასამართლო გადაწყვეტილება ცნობილი არ იქნება ასანჟის ექსტრადირება ამერიკაში ვერ მოხდება, თუ სასამართლო საქმეს წარმოებაში მიიღებს პროცესი კიდევ უფრო გაიწელება.

ბრიტანეთში ასანჟის საქმის წარმოება სასამართლოს სხვადასხვა ისტანციაში წლებია გრძელდება. თავდაპირველად ლონდონის რაიონულმა სასამართლომ უარი განუცხადა ამერიკელ პროკურორებს ასანჟის ამერიკაში ექსტრადირებაზე, რადგან არსებობდა ვარაუდი, რომ შესაძლოა ასანჟი მკაცრი ციხის პირობებში მოხვედრილიყო.

მიღებული გადაწყვეტილება ამერიკელმა პროკურორებმა გაასაჩივრეს და გასულ თვეში უმაღლესმა სასამართლომ გააუქმა პირველი ისტანციის გადაწყვეტილება. ახალი გადაწყვეტილების გამოცხადებისას მოსამართლემ ასანჟის ექსტრადირებაზე თანხმობა განაცხადა და აღნიშნა, რომ ამერიკელმა პროკურორებმა დაადასტურეს, რომ ასანჟს ამერიკულ ციხეში სათანადო პირობები ექნებოდა.

ამერიკაში ასანჟს 17 ფედერალური ბრალდება აქვს წარდგენილი და მას ხანგრძლივი პატიმრობა ემუქრება. ასანჟის ადვოკატები ამბობენ, რომ ბრალდებულის ამერიკაში ექსტრადირება დაუშვებელია, რადგან არ არსებობს გარანტიები, რომ ასანჟსს ამერიკულ ციხეში ადამიანურ პირობებს შეუქმნიან.

ასაჟი 2019 წლის შემდეგ იმყოფება ლონდონის ციხეში. ის 50 წლის არის და მანამდე 7 წლის განმავლობაში თავს ლონდონში ეკვადორის საელჩოს აფარებდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG