ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ სახელმწიფო დეპარტამენტი: კიევიდან საელჩოს ევაკუაცია არ ხდება


აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა “ამერიკის ხმას” განუცხადა, რომ ამ ეტაპზე "ოფიციალური განკარგულება არ გაცემულა", რომ კიევში შეერთებული შტატების საელჩოს თანამშრომლების ევაკუაცია დაიწყოს.

შეგახსენებთ, რომ დღეს რამდენიმე ამერიკული მედია საშუალება იუწყებოდა კიევიდან დიპლომატების ოჯახების ევაკუაციის ორშაბათიდან სავარაუდო დაწყების შესახებ.

ვითარება უკრაინაში მას შემდეგ დაიძაბა, რაც დასავლური მედიის და პოლიტიკოსების მიერ რუსეთის საზღვარზე ათობით ათასი სამხედროს ყოფნა თავდასხმისთვის მობილიზაციად შეფასდა. ამ ცნობებს უარყოფს რუსეთი და აცხადებს, რომ უკრაინაში შეჭრას არ აპირებს.

XS
SM
MD
LG