ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკელი სენატორები უკრაინის დახმარებაზე საუბრობენ


US Capitol dome at night - Congress - Washington
US Capitol dome at night - Congress - Washington

რესპუბლიკელ სენატორთა ჯგუფი უკრაინაში რუსეთის შესაძლო შეჭრის შესახებ ჟურნალისტებთან შეხვედრას გეგმავს. მათ შორის არიან კანონმდებლები სენატის შეიარაღებული ძალებისა და საგარეო საქმეთა კომიტეტებიდან. მათგან სამი - სენატორები კევინ კრამერი, როჯერ უიკერი და რობ პორტმანი იმ ორპარტიული დელეგაციის წევრებიც იყვნენ, რომელიც უკრაინაში ჩავიდა და ამერიკის მხარდაჭერა ქვეყანას ამ კვირის დასაწყისში კიდევ ერთხელ გამოუცხადა.

დემოკრატმა სენატორმა რიჩარდ ბლუმენთალმა, რომელიც ამავე დელეგაციის ფარგლებში ეწვია უკრაინას, ჟურნალისტებს უთხრა, რომ კანონმდებლები უკრაინის პრეზიდენტს შეხვდნენ და ამერიკის შეერთებული შტატები მზადაა როგორც რუსეთზე, ეკონომიკური სანქციების გასაძლიერებლად, ისე უკრაინისთვის დამატებითი შეიარაღების მისაწოდებლად.

დემოკრატმა და რესპუბლიკელმა კანონმდებლებმა ცალცალკე წარმოადგინეს საკანონმდებლო პაკეტები, რომელთა მიზანიც უკრაინისთვის ამგვარი დახმარების გაწევაა.

XS
SM
MD
LG