პეკინთან ახლო მდებარე ქალაქში, რომელიც ზამთრის ოლიმპიური თამაშების ერთ-ერთი ადგილია, მცხოვრებლების „კოვიდზე“ მასობრივი ტესტირება დაიწყო. ქალაქში ორი დღის განმავლობაში „ომიკრონის“, სულ მცირე, 40 შემთხვევა გამოვლინდა. ქალაქ ტიანჯინის ხელისუფლებამ მკაცრი შეზღუდვები დააწესა. ტიანჯინს და პეკინს შორის ავტობუსების და მატარებლების მოძრაობა შეჩერდა.
მას შემდეგ, რაც ბრიტანეთის ჯანდაცვის და სოციალური ზრუნვის დეპარტამენტმა აღმოაჩინა, რომ კოვიდ-19-ის სიმპტომებით საავადმყოფოებში მოხვედრილი ორსული ქალების 93,3 პროცენტი აუცრელი იყო, ქვეყანა ემზადება საზოგადოებრივი კამპანიის დასაწყებად, რომელიც ორსულ ქალებს აცრის გაკეთებისკენ მოუწოდებს.
„საიპრეს მეილი“ იუწყება, რომ კვიპროსის უნივერსიტეტის მკვლევარმა და მისმა გუნდმა კორონავირუსის ახალი ვარიანტი აღმოაჩინეს. ექიმმა ლეონტიოს კოსტრიკისმა გამოცემას უთხრა, რომ ახალ ვარიანტს „დელტაკრონი“ ჰქვია და მას „დელტა“ ვარიანტის ზოგადი გენეტიკური მახასიათებლები და „ომიკრონის“ მუტაციები აქვს.
Facebook Forum