ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტესლამ 2021 წელს მილიონზე მეტი მანქანა გაყიდა


მანქანების მწარმოებელ კომპანია "ტესლაში" აცხადებენ, რომ 2021 წელს მილიონამდე მანქანა გაყიდეს, რაც 2020 წლის მაჩვენებელზე ორჯერ მეტია. ასეთ შედეგებს კომპანია, ასევე არ ელოდებოდა მსოფლიოში არსებული სხვადასხვა ტექნიკური ნაწილების მიწოდების შეფერხების გამოც.

უფრო ზუსტი მონაცემებით, “ტესლამ” 936,000 მანქანა გაყიდა, რაც კომპანიისთვის წინა წელთან შედარებით, გაყიდვების 87,4%-იანი ზრდაა.

კომპანიამ 911,208 3 და Y მოდელის მანქანა გაყიდა, ხოლო კიდევ უფრო ძვირფასი S და X მოდელების 24,964 ეგზემპლარი მივიდა ახალ მფლობელთან.

“ტესლამ “სხვა კომპანიებისგან გასნხვავებით შეძლო და თავიდან აირიდა ის პრობლემები, რაც ტექონოლიგიურ კომპანიებს მსოფლიოში არსებული მიწოდების შეფერხების გამო აქვთ. ელონ მასკმა თქვა, რომ მისმა კომპანიამ ეს ახალი დიზაინის ჩიპების შექმნითა და სოფტვეარის გადაწერით მოახერხა. ასე ამერიკული კომპანია ჩინეთიდან და სხვა ქვეყნებიდან შემოტანილ ტექნიკაზე დამოკიდებული აღარ არის.

ოქტომბერში "ტესლამ” იმ იშვიათი კომპანიების რიცხვს შეუერთდა, რომლებიც საფონდო ბირჟაზე 1 ტრილიონ დოლარზე მეტადა არიან შეფასებული.

თუმცა, უამრავი წარმატების მიუხედავად, მასკის კომპანიას კრიტიკოსებიც ბევრი ჰყავს. ერთ-ერთი ბოლო და ყველაზე მწვავე კრიტიკა "ტესლას” მანქანების ავტოპილოტის სისტემას უკავშირდება.

კომპანია კრიტიკას გარკვეულწილად იღებს და აცხადებს, რომ ისინი ისე გადაწერენ პროგრამას, რომ მძღოლებს არ ჰქონდეთ საშუალება მანქანაში საჭესთან ყოფნის დროს ვიდეო თამაშები ითამაშონ, მანქანის მოძრაობის პარალელურად.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG